x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ქართველო ემიგრანტებო, ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული თქვენ... იარეთ თავაწეულებმა და ამაყებმა!" - ნიკა ქავთარაძე
image

იუმორისტი და სცენარისტი ნიკა ქავთარაძე ამ დღეებში იტალიაში ქართველი ემიგრანტის პოსტს სოციალური ქსელით ეხმაურება, რომელიც ვირუსივით გავრცელდა და უამრავი მოწონება დაიმსახურა:


"რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქში გამოქვეყნდა ემიგრანტი ქართველი ქალის პოსტი, რომელიც ეძღვნებოდა ხვიჩა კვარაცხელიას.


პოსტის შინაარსი და პათეტიკა იყო შემდეგი - ხვიჩამ შეძლო და ქართველებს აღარ გვცხვენია ქართველობის და აწი თავი გამოგვეყოფა ევროპაშიო.



პოსტის წაკითხვისთანავე ეს ემოცია გამიჩნდა, რასაც ახლა გადმოგცემთ, უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე, რამდენიმე დღე დამეცადა და მერე დამეწერა ჩემი აზრი იმ ტექსტზე.


თავად ტექსტი პათეტიკური იყო და ჩვენ, ხალხს, ვისაც მაინცდამაინც არც კი გვიყვარს წაკითხულის გააზრება, ცრემლი მოგვადინა, დაგვასევდიანა, დაგვალაიქებია და გაგვაზიარებია.


ახლა შინაარსზე:


ადამიანს საკუთარი ქვეყნიდან თავის გადასარჩენად სხვა ქვეყანაში გაქცევა, შვილების, საყვარელი ადამიანების, ოჯახების დატოვება რომ უწევს ეს ნამდვილად ტრაგედიაა.


მაგრამ ვერანაირად ვერ ვიზიარებ იმ აზრს, რომ სათაკილო, სასირვხვილო და თავის მომჭრელ საქმეს აკეთებენ ქართველი ემიგრანტები და ხვიჩას წარმატება შეცვლის ჩვენიანების შესახებ აზრს.


უკვე არაერთ ქართულ სუფრაზე მომიწია ყოფნა, სადაც ქართველი ემიგრანტების სადღეგრძელო დალიეს. იმიტომ კი არა, რომ იმ ოჯახის წევრი იყო წასული - არა! იმიტომ, რომ ყველა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ სწორედ თითოეული ემიგრანტი არის უდიდესი ძალა, რომელზეც დგას უამრავი ადამიანის სიცოცხლე, სწავლა, ჯანმრთელობა და ბედნიერება.


სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან მაგალითი იმის, რომ ქართველი არაა ზარმაცი, უნიჭო, უპრინციპო.


სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან მაგალითი იმის, რომ კარგი ქვეყანა რომ იყოს საქართველო, შრომა რომ ფასდებოდეს, სამართლიანობა იყოს, უამრავი შრომისმოყვარე დავთავდადებული ადამიანი შექმნიდა დოვლათს სამშობლოში.


სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან მაგალითი იმის, რომ ისინი არაფერში ჩამოუვარდებიან გერმანელ, ფრანგ, იტალიელ, ესპანელ, ამერიკელ თუ კანადელ კოლეგებს.


ის, რომ ყოფილ მასწავლებლებს, ექიმებს თუ ბუღალტრებს ევროპელი ჩავარდნილი მოხუცების მოვლა უწევთ, რაც ნამდვილად არაა სასიამოვნო საქმე, ვერანაირად ვერ აკნინებს მათ ადამიანობას.


ქართველო ემიგრანტებო, ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული თქვენ.


იარეთ თავაწეულებმა და ამაყებმა!


იცოდეთ, რომ თქვენ თვითონ ქმნით ქართველებზე წარმოდგენას!


ხვიჩა უმაგრესი ფეხბურთელია, უდიდესი მომავლით და მისი დამაახურებით ალბათ აწი ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს უფრო ფართოდ გაუღებს კარს ევროპული ფეხბურთი.


მაგრამ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეცვლის წარმოდგენას პროფესიონალ ექიმზე, მხატვარზე, მუსიკოსზე, მზარეულზე, დიზაინერზე, ძიძაზე და ა.შ.


ამიტომ არ მომეწონა ის პოსტი.


დემნა გვასალია არ იყო მხრებში გასწორების საბაბი?!

ქეთი მელუა?!

ხატია ბუნიათიშვილი?!

ანიტა რაჭველიშვილი?!

ა.შ. და ა.შ.


თავი არავის დააკომპლექსებინოთ მაგარო ქართველებო!


ნეტავ თქვენსავით მაგრები ვიყოთ დანარჩენებიც!"-წერს ნიკა ქავთარაძე


შეგახსენებთ, იმ პოსტს, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, რომლის ავტორია ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი.


"მოგესალმებით. გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა... ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს...



და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი! და გამეღიმა! ყველა მე მომაშტერდა... როგორ? გაიმეორეო...



გავიმეორე კიდევ მეორედ და მკითხეს, ჯორჯიიდან ხარო?! კი-მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს...


ძლიერი და საამაყო ერი ხართო... ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან... ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი"...



0
106
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0