x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
10 რამ, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია
ფიქრობთ, რომ რთული ცხოვრება გაქვთ? ამ სიის წაკითხვის შემდეგ ჩათვლით, რომ წარმოუდგენლად გაგიმართლათ! როგორც მინიმუმ, შეგიძლიათ ჭიქა ალკოჰოლი დალიოთ, Netflix–ს უყუროთ, როცა არაფრის კეთება გსურთ, და საძინებელში მუსიკას ხმამაღლა უსმინოთ. ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია.


image

10 ყოველდღიური რამ, რომლის გამოც ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ.


1. ალკოჰოლის დალევა

image


2013 წელს ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ოფიცერი გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის უპატივცემულობის გამო სიკვდილით დასაჯეს, რადგან 100 დღიანი გლოვის პერიოდში ალკოჰოლი დალია.


2. ტელევიზორის ყურება

image

რამდენიმე წლის წინ ჩრდილოეთ კორეაში 80 ადამიანი საჯაროდ დახვრიტეს. ისინი სამხრეთ კორეულ სატელივიზიო შოუებს უყურებდნენ.


ხელისუფლებამ 10 000 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს სიკვდილით დასჯის ყურება აიძულა.


3. მანქანის ტარება

image

საკუთარი მანქანა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს აქვთ. ითვლება, რომ ამ ქვეყანაში 100–დან მხოლოდ ერთ ადამიანს ავტომობილი აქვს.


4. მუსიკის მოსმენა

image

არანაირი ტკბილხმიანი მომღერალი! მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიმ ჩენ ინის სახელოვან მმართველობას არ ადიდებენ.


5. საზღვარგარეთ მყოფ ხალხთან ურთიერთობა

image

საერთაშორისო ზარისთვის მოგკლავენ. 2007 წელს მამაკაცი მოედანზე დახვრიტეს, რადგან საერთაშორისო ზარი განახორციელა. სიკვდილით დასჯის შემდეგ ჭყლეტაში კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა.


6. საკუთარი აზრის ქონა

image

ყველა ადამიანი, რომელსაც რეჟიმის კრიტიკას შეამჩნევენ, დაუყონებლივ „საგანმანათლებლო“ ბანაკში მოხვდება.


7. საზღვარგარეთ მოგზაურობა

image

უბრალოდ ქვეყნიდან წასვლა სცადეთ და მაშინვე თქვენზე ნადირობა დაიწყება.


8. რელიგია

image

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ქვეყანაში რელიგიური თავისუფლებაა, მაგრამ ქრისტიანელი ქალი, რომელსაც ბრალად ბიბლიის გავრცელება ედებოდა, საჯაროდ დახვრიტეს.


9. “მარწყვის“ ყურება

image

პორნოგრაფიის ყურება და გაყიდვა სიკვდილით ისჯება.


10. ინტერნეტში შესვლა

image

ჩრდილოეთ კორეაში მსოფლიო ქსელი არაა. მხოლოდ სახელმწიფო პროპაგანდის პორტალი არსებობს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

2. იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ

3. 20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ, რომელიც შერეულ გრძნობებს იწვევს - ნაწილი 1

4. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ

5. 17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია

6. ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა


0
535
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
535