x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ქეით მოსმა სილამაზის ბრენდი ,,Cosmoss" გამოუშვა და მისი რეკლამისთვის გაშიშვლდა

ქეით მოსმა გამოუშვა სილამაზის და სიჯანსაღის საკუთარი ბრენდი სახელად Cosmoss. ბრენდის შესახებ ჯერ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ პრემიერა უახლოეს მომავალში შედგება: ოფიციალური გაშვება 1 სექტემბერს არის დაგეგმილი.image
ბრენდის ანგარიშზე ბოლო 24 საათის განმავლობაში რამდენიმე პოსტი გამოჩნდა, მაგრამ არ არის ნათქვამი, რა პროდუქციას წარადგენს 48 წლის მოდელი. ბრენდის აღწერაში ნათქვამია:

“Cosmoss არის საკუთარი თავის მოვლა, რომელიც შექმნილია ცხოვრების თანამედროვე მოგზაურობისთვის, რათა აღვნიშნოთ ყოველი დღე ისე, როგორც მოდის, ყველა მისი არასრულყოფილებით. ყველა პროდუქტი საგულდაგულოდ არის შექმნილი, თითოეული რიტუალი ხსნის კარს ბალანსის, აღდგენისა და სიყვარულისკენ."image
მიმდევრების განსაკუთრებული ყურადღება სარეკლამო ვიდეომ მიიქცია, სადაც ქეითი სრულიად შიშველი წყალში შედის და ბანაობს.

ახალგაზრდობაში ქეითი არ ეწეოდა ყველაზე ჯანსაღ ცხოვრების წესს, მაგრამ ოთხი წელია თავს იკავებს ყოველგვარი დოპინგისგან. მოდელმა წვეულებები საღამოობით Netflix-ის ყურებით ჩაანაცვლა, მას ასევე სჯერა 8-საათიანი ძილის მნიშვნელობისა და ყოველ დილით აკეთებს იოგას.

რაც შეეხება სამუშაოს, მოსი ორიენტირებულია საკუთარი სამოდელო სააგენტოს განვითარებაზე (მისი ყველაზე ვარსკვლავიანი მოდელი დღემდე ქეითის ქალიშვილი ლილაა).image

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0