სიახლეები იტალიის მთავრობა 15 ათას ევროს სთავაზობს იმათ, ვინც სარდინიის სოფლებში დასახლდება 2022, 25 აგვისტო, 12:30 – სარდინიის მთავრობა 15000 ევროს სთავაზობს იმათ, ვინც იდილიური იტალიის კუნძულზე ცხოვრებას გადაწყვეტს. ოფიციალურმა პირებმა 40 მილიონი ევრო გამოყვეს ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის მიზიდვას იტალიის ამ რეგიონის სოფლებში და რათა გაძლიერდეს ვაჭრობა პატარა ქალაქებში. სახლის მყიდველებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაეწევათ. სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მეორე კუნძულია და დიდი ხანია განიხილება, როგორც ბუნებრივი მარგალიტი, მდიდარი კულტურული ისტორიით, ასეულონით კილომეტრი ქვიშიანი პლაჟებით, თვალწარმტაცი საპორტო ქალაქებითა და ბრინჯაოს ხანის ნანგრევებით, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლით. – მაგრამ იტალიის სხვა სოფლების მსგავსად, რეგიონი განიცდის მოსახლეობის კლებასა და ეკონომიკის ვარდნას, რადგან ახალგაზრდები სოფელში არ ჩერდებიან და სამუშაოდ დიდ ქალაქებში მიდიან. სარდინიის პრეზიდენტმა კრისტიან სოლინასმა განაცხადა: „ამ გრანტის წყალობით სარდინიაში პირველ სახლების მყიდველებში შეიქმნება ნაყოფიერი ნიადაგი მათთვის, ვინც იქ გადავა ან გადაწყვეტს ოჯახის შექმნას. ვერ შევძლებთ ტერიტორიების ზრდას, შიდა და ყველაზე დაუცველი ტერიტორიების რეალური გაძლიერებას, თუ არ გატარდება დასახლების ახალი პოლიტიკა. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვიტონ დარჩენა და განავითარონ ყველაზე მყიფე ტერიტორიების ეკონომიკური სტრუქტურები." – მიმზიდველი გრანტები გათვალისწინებულია როგორც ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს ადამიანები იყიდონ ხანდაზმულთა სახლები, განაახლონ ისინი და წამოიწყონ ახალი ბიზნესი, რათა გაახალგაზრდავონ პატარა თემები იტალიის სოფლებში." 209 2-ს მოსწონს
|