x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ჩვენ ვიცით სად ხარ, შენამდიც მოვალთ" - თინა კანდელაკს ემუქრებიან
image

46 წლის ტელეწამყვანის მისამართით ამ ბოლო დროს გახშირდა მუქარები, როგორც თავად კანდელაკი ამბობს, ტელეფონზე ღებულობს გზავნილებს უცნობი ადამიანებისგან, რომელებიც მოკვლით ემუქრებიან.


"ჩვენ ვიცით სად ხარ, შენამდიც მოვალთ"


"უკრაინელმა დივერსანტებმა თქვენი გზავნილის დახმარებით გაარკვიეს, სად იმყოფებით. ელოდეთ სტუმრებს" - წერენ კანდელაკს.



თინა კანდელაკმა საპასუხოდ დაწერა:


"ვწუხვარ თქვენზე, საკუთარი ქვეყანა დაკარგეთ. მისი ხელახლა აღდგენა შეუძლებელია. ახლა ყველას მიწერე და ირბინე ყვირილით. ფაქტობრივად, უკრაინას რუსეთი აღადგენს. თქვენ კი დაფიქრდით, იქნებ მშნებლობაზეც მოასწროთ მუშაობა!”


შემდეგ კი დასძინა:


"მუქარასთან დაკავშირებით ჩემი სწორი პოზიციის გათვალისწინებით, მზად ვიყავი იმისთვის, რომ უმალვე დაიწყებდნენ სროლას ჩემს მისამართით. ასეც მოხდა სინამდვილეში: მუქარა, პროვოკაცია, ცილისწამება, ჭორაობა - ჩემი მტრების არსენალი დიდი ხნის წინ უნდა ამოწურულიყო. მიატოვეთ ეს იაფი მცდელობები Telegram-ში.

უფრო სწორად, არ მიატოვოთ, გადაყარეთ ფულები და გააგრძელეთ თავის გაგიჟება. მე გავუძელი ათობით ბიჭს და გოგონას, რომლებმაც შეადგინეს გეგმა "როგორ ვავნოთ თინა კანდელაკს". რასაც თქვენ ახლა სწავლობთ, მე ვასწავლიდი ამას 10 წლის წინ. ნუ იქნებით ასეთი შეუღწევადი ბრიყვები, მასტერკლასს ჩაგიტარებთ"...


დღესვე ცნობილი გახდა, რომ თინა კანდელაკის ქმარს კანადის ხელისულფებამ სანქციები დაუწესა.


"კანადის ხელისუფლებამ ჩემი ქმარი შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში. მის გარეშე კი მე არ ვისვენებ. რას ვიზავთ, კიდევ ერთ ქვეყანას ამოვშლი ჩემი რუკიდან. გაუმარჯოს სოჭს, ყირიმს და სევასტოპოლს! "-ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს თინა კანდელაკი.

0
1469
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0