x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135454
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509741
როგორ ნახოთ მსოფლიო და არ გაკოტრდეთ: რჩევები ბიუჯეტური მოგზაურობისთვის
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მსოფლიოში მოგზაურობა მდიდარი ადამიანების პრეროგატივაა. სინამდვილეში, მოკრძალებული შემოსავლის მქონე ადამიანსაც შეუძლია ნახოს სხვადასხვა ქვეყანა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე. რამდენიმე რჩევა ეკონომიურად მოგზაურობაში დაგეხმარებათ.



აირჩიეთ ხელმისაწვდომი მიმართულებები

image



თქვენი მოგზაურობის ბიუჯეტი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიდიხართ. ლოგიკურია, რომ ყველაზე პოპულარული და განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ადგილებში ფასები იაფი არ იქნება. აირჩიეთ, უფრო მოკრძალებული ადგილი, სადაც ტურისტების ბრბო არ არის. ტაილანდი, ვიეტნამი, კუბა, მექსიკა, ალბანეთი. არის ბევრი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ საკმაოდ იაფად, ვიდრე შიდა ტურიზმის შემთხვევაში.



წაიღეთ ბევრი საკვები აეროპორტში

image




ყველამ იცის, რომ აეროპორტში უსაფრთხოების კონტროლის გავლა ნებისმიერი სახის სითხით კატეგორიულად აკრძალულია, მაგრამ მყარი საკვების უმეტესობა ნებადართულია. თან იქონიეთ ბევრი სენდვიჩი, კრეკერი, ბანანი, ვაშლი, რომ თვითმფრინავის მოლოდინში წახემსება შეძლოთ. ალბათ, ჭამა მოგინდებათ, ხოლო აეროპორტის კაფეებში ფასები წარმოუდგენლად მაღალია.



ბილეთების ფასები შეადარეთ

image



ავიაბილეთი ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული პუნქტია, რომელიც ბიუჯეტურ მოგზაურს აშინებს. თუ საკითხს გონივრულად მიუდგებით, კარგად დაზოგავთ. პირველ რიგში, გამოიყენეთ რესურსები, რომლებიც სხვადასხვა ავიაკომპანიების ბილეთების ფასებს ადარებს. მეორეც, გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სეზონზე და კვირის სხვადასხვა დღეებში ბილეთების ფასები თითქმის ორჯერ შეიძლება განსხვავდებოდეს. ასევე ღირებულება დამოკიდებულია ფრენის დროზე (ღამის ფრენები ჩვეულებრივ უფრო იაფია).



იმგზავრეთ ხელბარგით

image



ბარგისთვის გადახდა თითქმის ყოველთვის მოგიწევთ. როგორც წესი, ბევრი არა, მაგრამ მაინც ზედმეტი ხარჯია. სწორედ ამიტომ, ბევრი ნივთი არ წაიღოთ, არამედ ყველაფერი ჩაატიეთ ხელბარგში. ისწავლეთ ტანსაცმლის კომპაქტურად დაკეცვა. ამ მიზნით ვაკუუმ პაკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის, რაც ჩანთაში არ ჩაეტევა, ჩაიცვით (ორი მაისური, ორი პერანგი და ა.შ.).



დარჩით ჰოსტელში ან კაფსულა სასტუმროში

image



სასტუმროს სრულფასოვანი ნომერი აბაზანით კომფორტულია, მაგრამ არა იაფი სიამოვნება. რა თქმა უნდა, ჰოსტელში დასვენება, სადაც ერთ ოთახს და აბაზანას რამდენიმე ადამიანი იყოფს, კომფორტული არ არის, მაგრამ ძალიან ხელმისაწვდომია. სიტუაციას მეორე მხრიდან შეგიძლიათ შეხედოთ. ჰოსტელში, სადაც ყველა ერთ სივრცეში ცხოვრობს, შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს.



იმოგზაურეთ დაბალ სეზონზე

image



მაღალი სეზონი არის დრო, როდესაც ტურისტების ნაკადი მაქსიმალურია. მაგალითად, ზღვის კურორტებზე მიდიან ზაფხულში საბანაოდ და გასარუჯად. ამ დროს ფასები წარმოუდგენლად მაღალია. თუ თქვენი მიზანი ზღვაზე ბანაობა არ არის, არამედ ტერიტორიის დათვალიერება, წადით დაბალ სეზონზე, როცა უფრო ცივა და ფასები გაცილებით ხელმისაწვდომია.



შეუერთდით უფასო ექსკურსიებს

image



უფასო საფეხმავლო ექსკურსიების პრაქტიკა ფართოდ არის განვითარებული საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, არ იქნება ხანგრძლივი და ინფორმაციული, მაგრამ ნახავთ მთავარ ღირსშესანიშნაობებს, რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაიგებთ. ამ შემთხვევაში მიღებულია გიდს მცირე გასამრჯელო მისცეთ, მაგრამ ეს მხოლოდ თეთრებია ფასიანი ექსკურსიების პროგრამების ფასებთან შედარებით.



წაიღეთ ნაღდი ფული

image



საზღვარგარეთ საბანკო ბარათით გადახდისას, როგორც წესი, არის საკომისიო ბანკებს შორის კონვერტაციისა და ტრანზაქციისთვის. რა თქმა უნდა, მთელი თანხის ჯიბით ტარება არასასიამოვნო და სახიფათოა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ნაღდი ფულის წაღებით და ადგილობრივ ვალუტაში გადაცვლით, ბევრს დაზოგავთ.



ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით



ავტობუსი, მეტრო გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ტაქსი. ზოგან აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე უფასო მიკროავტობუსები მოძრაობს. გირჩევთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ. უცნობ ადგილებში დაკარგვის არ შეგეშინდეთ. თუ ინგლისურის საბაზისო ცოდნას ფლობთ, ადგილობრივებს აუხსნით და კითხავთ, რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოხვიდეთ.



არ დაზოგოთ სამოგზაურო დაზღვევაზე



რა თქმა უნდა, ყოველთვის გვინდა გვჯეროდეს, რომ მოგზაურობა კარგად ჩაივლის, რომ ავად არ გახდები და არ დაშავდები. სამწუხაროდ, უსიამოვნებები ხდება. თუ მთელი მკურნალობის თანხის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ, ძალიან ინანებთ. ასე რომ, დაზღვევაზე არ დაზოგოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს

რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ

მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ

როგორ გვატყუებენ სასტუმროებში, სადაც „ყველაფერი შედის“ - მზარეულის აღიარება


0
53
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
53