x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ვარსკვლავური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თმის ვარცხნილობამ გააფუჭოს ან, პირიქით, გარეგნობა უფრო მდიდრული გახადოს

მოდურ იმიჯში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია - ქუსლიდან დაწყებული ქუთუთოების ჩრდილების ფერამდე. და თმის ვარცხნილობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვარსკვლავებმა იციან, რომ თმის შეჭრას და სტილს შეუძლია ხაზი გაუსვას უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს. თუმცა, ისინიც კი ზოგჯერ უშვებენ შეცდომებს.

1. ზენდეია

ზენდეია იცვლის ვარცხნილობებს ხელთათმანების მსგავსად და ეს სუპერ ფაფუკი ვარცხნილობა ერთ-ერთი მათგანი იყო. თუმცა, პერმის მსგავსი ფუმფულა კულულები სილამაზის სალონებში აღარ არის პოპულარული. ზენდეია, რა თქმა უნდა, ყველანაირად ლამაზია, მაგრამ ახალი სტილი მას უფრო უხდება.image

2. სკარლეტ იოჰანსონი

გამოკითხვებისა და სტილისტების მოსაზრებების მიხედვით, ე. წ. “მალეტი" ითვლება ყველაზე ცუდ ვარცხნილობად მოდის ისტორიაში: თმის ვარცხნილობის დაყენება ძნელია, ამიტომ გამოიყურება დაუდევრად.

სკარლეტ იოჰანსონმა კარიერის გარიჟრაჟზე ასეთი ვარცხნილობა მოირგო და მალევე შეცვალა კიდეც.image

3. კელი ოსბორნი

კელი ფართო კვადრატული სახის მფლობელია. ამიტომ, მასზე სწორად შეჭრილი თმა ან თუნდაც წინამო არ გამოჩნდება კარგად. როგორც ჩანს ოსბორნის სტილისტებმა გამოსავალი იპოვეს და ახლა გოგონა მუდამ მსგავსი ვარცხნილობებით ჩნდება ხოლმე.image

4. ნატალი დორმერი

გარდა იმისა, რომ მსგავსი ვარცხნილობა აღარაა პოპულარული, ის ასევე არაპრაქტიკულია. სტილისტები თავდაჯერებულად აცხადებენ, რომ თითქმის შეუძლებელია თავის გაპარსული ნაწილის დამალვა გვერდიდან თმის სხვა ნაწილთან ერთად, ასევე პრობლემურია მისი დახვევაც.image

5. რიზ უიზერსპუნი

რამდენჯერმე „ქერათმიანმა ადვოკატმა “ სცადა „ბნელ მხარეს გადასვლა“, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. შოკოლადისფერი თმა როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყველასთვის არაა და ღია კანისა და თვალების მქონე გოგონებს ასაკსაც ჰმატებს.image

6. რეიჩელ გრიფიტსი

თმაზე გოფრირებული ეფექტი ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო, სანამ ყველამ არ დაიწყო ასეთი ვარცხნილობის გაკეთება. მერე მოსაწყენი გახდა და მოდიდან გავიდა. გოფრირებული კულულების მთავარი პლიუსი ის იყო, რომ მათ სტილი უფრო მოცულობითი გახადეს. მაგრამ მოცულობის მიღწევა შესაძლებელია დიდი ტალღებით, რომლებიც ყოველთვის ბუნებრივად გამოიყურება, როგორც ამას აკეთებდა რეიჩელ გრიფიტსი.image

7. ემა უოტსონი

ბიჭური ვარცხნილობა მსახიობისთვის ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევა იყო. თამამად გამოიყურებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთოდ არ ემთხვეოდა მის უფრო ქალურ იმიჯს. მომდევნო წლებში ემამ მიატოვა გაბედული ექსპერიმენტები უფრო კლასიკური ვარცხნილობის სასარგებლოდ.image

8. ჯენიფერ ლოურენსი

ოსკაროსან მსახიობს ოვალური სახის ნაკვთები აქვს, ამიტომ წინამო ასეთი სახის წიტს არ უხდება, რადგან ნაკვთებს უფრო ფართეს აჩენს.image

9. კრისტინა აგილერა

60-იან წლებში გვერდებზე “ცხენის კუდები" ან ნაწნავები გვერდებზე პოპულარობის პიკზე იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ტენდენციამ საფუძველი დაკარგა - ეს ვარცხნილობა ბავშვურად გამოიყურება.

კარიერის დასაწყისში კრისტინა აგილერამ სხვადასხვა ვარცხნილობა სცადა. ახლა ვარსკვლავი ირჩევს უფრო კლასიკურ სტილს.image

10. კეტი პერი

40-იან წლებში პოპულარული იყო მსგავსი სტილის წინამო, ეს სტილი გამოიყენებოდა ძალიან გრძელი ან, პირიქით, მოკლე შუბლის გასასწორებლად. მაგრამ კეტი პერის აქვს მრგვალი სახის ფორმა შესანიშნავი შუბლით, რომელსაც დამალვაც არ სჭირდება. image

0
439
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0