x
image
თუთიკო ბერძენა
უკაცრავად, თქვენ სიმართლე გაგიყალბეს: მარქსისა და ენგელსის წინასწარმეტყველება
image


კარლ მაქსი და ფრიდრიხ ენგელსი, რომელთა სახელების რუსეთში ჰქვია გამზირებს, ქუჩებს და რომელთა შრომებსაც დაეფუძნა ოქტომბრის რევოლუციის ნიადაგზე აღმოცენებული სსრკ, სინამდვილეში რუსეთის დიდი მოძულეები იყვნენ.დღეს, როცა სსრკ-ს იმერიის აღდგენაზე ოცნებობენ ადამიანები, რომელთაც რეალურად საბჭოთა კავშირი კიარა, საკუთარი ბავშვობდა და ახალგაზრდობა მოენატრათ, მათ არ იციან, როგორ გაყალბდა ისტორიის წიგნებში მარქსისა და ენგელსის დამოკიდებულება რუსეთისადმი. სხვათა შორის, მარქსის იდეებს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და მის შრომებს დღემდე სწავლობენ სოციალური მეცნიერებები. რევოლუციურმა ელიტამ მარქსის შრომებიდან აიღო ის, რაც აწყობდა, თუმცა მთავარსა და არსებითს, რაც მის შრომებს გასდევს ლაიტმოტივად, ტექნიკურად აუარა გვერდი.

მარქსი წერდა:

”რუსეთი გახდა კოლოსი, რომელიც არასოდეს წყვეტს მსოფლიოს გაოცებას. რუსეთი ერთადერთი ფენომენია ისტორიაში: ამ უზარმაზარი იმპერიის სიძლიერე საშინელია... გლობალური მასშტაბით. რუსეთში, ამ დესპოტურ მთავრობას, ამ ბარბაროსულ რასას, აქვს ისეთი ენერგია და აქტიურობა, რომლის მსგავსის ამაო იქნება ძველი სახელმწიფოების მონარქიებში ძებნა.” „სლავი ბარბაროსები ბუნებრივი კონტრრევოლუციონერები არიან“, „დემოკრატიის განსაკუთრებული მტრები“.


მარქსს ენგელსი ეხმიანებოდა:

საჭიროა "დაუნდობელი ბრძოლა არა სიცოცხლისთვის, არამედ სიკვდილისთვის მოღალატე სლავების წინააღმდეგ. საჭიროა ომი განადგურებისა და აღვირახსნილი ტერორის წინააღმდეგ". „საყოველთაო ომი სლავურ ბარბაროსებს სისხლიანი შურისძიებით გადაუხდის“. ”დიახ, შემდეგი მსოფლიო ომი წაშლის არა მხოლოდ რეაქციულ კლასებს და დინასტიებს, არამედ მთელ რეაქციულ ხალხებს დედამიწის პირიდან - და ეს ასევე იქნება პროგრესი!”

დღეს, როცა სლავებს შორის დიდი დაპირისპირებაა, რომელიც მსოფლიო ომის დასაწყისს უფრო ჰგავს, ვიდრე მხოლოდ სლავურ დაპირისპირებას, შეუძლებელია, გვერდი აუარო ენგელსის ამ გამონათქვამებს.

და დღეს რუსეთის ქუჩებსა და გამზირებს მათი სახელები ჰქვია. რა კორელაცია შეიძლება არსებობდეს სიძულვილსა და ქუჩების სახელებს შორის?

1848-1849 და 1853-1857 წწ. - ციტირებულია: Ulyanov N. Silent Marx. მაინის ფრანკფურტი, 1969; ნ.ნ. კ.მარქსი რუსეთის შესახებ. ლონდონი (კანადა), 1972 წ.; Bernshtam M. მხარეები სამოქალაქო ომში 1917-1922 წლებში. // Vestnik RHD. Paris, 1979. No 128. C. 321; Aus dem literarischen Nachlaß von K. Marx, F. Engels და F. Lassale. შტუტგარტი, ბდ. III. S. 245, 264.

1
283
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
283
  
2022, 24 აგვისტო, 13:12
ბოდვა, ბოდვა, ბოდვა არსად მარქსის და ენგელსის ნაშრომებში ასეთი სისულელე არ წერია. მარქსს თუ რუსები ასე ეზიზღებოდა ბაკუნინთან რატომ ძმაკაცობდა, ინტერნეტში ძალიან ბევრი ნაგავი ყრია, ამიტომ წიგნი აიღეთ წიგნი. ეხლა ავხსნი ინტერნეტი როგორ მუშაობს. როცა ადამიანს თავში უკუღმად უდევს ტვინი ის შესაბამისად ინტერნეტში ეძებს ესეთ ნაგავს რაც ზემოთ წერია. ინტერნეტი გრძნობს ამ ტვინ გადაბრუნებულს როგორი ნაგავი აინტერესებს და რეკომენდაციებსი უყრის ახალ და ახალ ნაგავს შესაბამისად ტვინი ივსება და ივსება ნაგვით.
0 1 1