x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ, რომელიც შერეულ გრძნობებს იწვევს - ნაწილი 1
გერმანიაში 1933 წელს ნაცისტების ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ მსოფლიო შეირყა. უკიდურესი ხედვები და ჰიტლერის 12 წლიანმა დიქტატურამ მთელი ხალხის მომავალი შეცვალა. მისი მმართველობის პერიოდში გერმანია უკიდურესი შეუწყნარებლობის ქვეყანა გახდა.


image

ნაკლებად ცნობილი ფაქტები ნაცისტური გერმანიის შესახებ

1. ნაცისტურმა გერმანიამ თამბაქოს მოწევის შესახებ პირველი კამპანია ჩაატარა.


image

გერმანელები თამბაქოს და ალკოჰოლის წინააღმდეგ კამპანიებს ატარებდნენ. ჯარისკაცებს მოწევა ეკრძალებოდათ. გერმანელები პირველები იყვნენ, რომლებმაც მოწევა ფილტვის სიმსივნის განვითარებას დაუკავშირეს.



ისინი გერმანელებს მოუწოდებდნენ, რომ მიერთვათ მთელი მარცვლეულის პური და სხვა საკვები, რომლებიც ვიტამინებით და უჯრედისით მდიდარია, რომ დიდხანს და ჯანმრთელად ეცხოვრათ.


2. ჰიტლერი დიდ ბრიტანეთს მშვიდობას ბევრჯერ სთავაზობდა, სანამ მეორე მსოფლიო ომი წამოიწყო.

image


მეორე მსოფლიო ომამდე ჰიტლერი და სხვა გერმანელი ლიდერი ევროპას მშვიდობას არაერთხელ სთავაზობდნენ. მათ შეიარაღების შემცირებისა და იარაღის განლაგების შეზღუდვის შესახებ მრავალი სერიოზული წინადადება წამოაყენეს.


ერთ–ერთი ასეთი მაგალითია ჰიტლერის გამოსვლა 1933 წლის 17 მაისს. ამ გამოსვლაში ის მოითხოვდა მშვიდობას, თანაბარ უფლებებს და ერებს შორის ურთიერთგაგებას. თუმცა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვა ძალებმა ეს წინადადება უარყვეს. მათ ჩათვალეს, რომ ეს ბლეფი ან არაგულწრფელი პრეტენზია იყო.


3. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყო ადგილი, რომელსაც "კანადას" უწოდებდნენ.

image

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყო ადგილი, სადაც პატიმართა ნივთებს ინახავდნენ და ახარისხებდნენ. ამ ადგილს „კანადას“ უწოდებდნენ, რადგან სიუხვით სავსე ქვეყნად ითვლებოდა.


4. მეორე მსოფლიო ომის დროს პრაღაში ძველი ებრაული სასაფლაო ხელუხლებელი დარჩა. ჰიტლერი აქ გადაშენებული რასის მუზეუმის შექმნას აპირებდა.

image

ჰიტლერი პირველ მსოფლიო ომშში დამარცხებას ებრაელებს ადანაშაულებდა. 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერს ეგონა, რომ გერმანია გაიმარჯვებდა და ამ დროისთვის ყველა ებრაელი განადგურდებოდა.


ამავდროულად, პრაღაში ძველი სასაფლაოს ხელუხლებლად დატოვებას აპირებდა. გადაწყვიტა, რომ ომში გამარჯვების შემდეგ მას „გადაშენებული რასის ეგზოტიკურ მუზეუმს“ უწოდებდა.


5. მესამე რაიხის დროს გერმანიაში ამოქმედდა პროგრამა „ლებენსბორნი“ (გერმანულიდან „სიცოცხლის წყარო“), რომლის მიხედვით რასობრივად სუფთა ქალებს შუცშტაფელებთან ეძინათ იმ იმედით, რომ ამქვეყნად წმინდა არიელებს გაამრავლებდნენ.

image

„ლებენსბორნის“ პროგრამის მიზანი ბევრი ქერათმიანი და ცისფერთვალება არიელი ბავშვების რაოდენობის გაზრდა იყო. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ ქალებს, რომელთაც მინიმუმ ბებია–ბაბუამდე სუფთა სისხლი ჰქონდათ. მათ კანონიერი დეკლარაცია უნდა შეევსოთ, რომ მემკვიდრეობითი დაავადება, დიფსომანია ან იმბეცილობა არ ჰქონდათ.


ორივე კატეგორიის დაკმაყოფილების შემდეგ ქალები მდიდრულ სასახლეში გადაყავდათ, სადაც ოფიცრებს ხვდებოდნენ. 10 დღის შემდეგ თითოეულ ქალს უფლება ჰქონდა აერჩია ოფიცერი, ვისთან ერთადაც დაწვებოდა.


დაორსულების შემდეგ 9 თვეს სამშობიაროში ატარებდნენ. დაბადების შემდეგ ბავშვი სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა და სპეციალურ დაწესებულებაში აღსაზრდელად გადაყავდათ. 12 წლის განმავლობაში ამ პროგრამით 20 ათასი ბავშვი დაიბადა.


6. მეორე მსოფლიო ომის დროს Coca-Cola–ს გერმანიის ტერიტორიაზე სიროფის შეტანა არ შეეძლო, ამიტომ გერმანიაში კომპანიის წარმომადგენელმა შექმნა სასმელი Fanta მხოლოდ ნაცისტური გერმანიისთვის.

image

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიასთან ვაჭრობაზე ოფიციალური აკრძალვა იყო, ამიტომ კოკა–კოლა გერმანიაში სიროფს ვერ აგზავნიდა. გამოსავლის საპოვნელად გერმანიაში კომპანიის წარმომადგენელმა მაქს კეიტმა მხოლოდ გერმანიისთვის ახალი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტა.


ახალი პროდუქტის სახელზე ბრეინშტორმინგის დროს გუნდს სთხოვა მათი წარმოსახვის (გერმანულად, “Fantasie”) გამოყენება. ასე ერთ–ერთმა გამყიდველმა, ჯოე კნიპმა სახელი „Fanta“ შესთავაზა.


7. ედელვეისის მეკობრეები – ასე ეწოდებოდა არაფორმალურ ახალგაზრდულ ორგანიზაციას გერმანიაში, რომლებიც ჰიტლერიუგენდს ეწინააღმდეგებოდნენ.


image


ედელვეისის მეკობრეებმა ქვეყანაში გაავრცელეს ანტინაცისტური პროპაგანდა, გაქცეულებს ეხმარებოდნენ და ჰიტლერიუგენდის წევრებს ეჩხუბებოდნენ კიდეც.



8. ნაცისტებმა აინშტაინის თავისთვის 5 000 დოლარი ჯილდო დააწესეს.

image

ჰიტლერის რეჟიმის დროს აინშტაინი სახელმწიფოს მტრად ითვლებოდა. მისი თავისთვის ჯილდოც დააწესეს. სახელმწიფო მტრების ფოტოების ოფიციალურ წიგნში აინშტაინის ფოტოზე წერდნენ „ჯერ არ ჩამომხრჩვალი“.


როცა 1933 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში აინშტაინმა ბელგიაში დარჩენა გადაწყვიტა, ბელგიის მთავრობამ ორი 24 საათიანი მცველი დაუყენა.


9. იმ დროს ნაცისტური სამხედრო მისალმება ამერიკის დროშის სამხედრო მისალმების მსგავსი იყო.

image


1942 წელს, როცა ნაცისტებმა ეს სამხედრო მისალმება მიითვისეს, აშშ–მ იგი შეცვალა.


10. ნაცისტები ცდილობდნენ, რომ ძაღლისთვის კითხვა და ლაპარაკი ესწავლათ.

image

ჰიტლერი ძაღლზე გიჟდებოდა და იმდენად ჭკვიან არსებად თვლიდა, რომ ძაღლებისთვის სკოლის გახსნაც გადაწყვიტა. აქ ცხოველებს კითხვას და ლაპარაკს ასწავლიდნენ.

ზოგიერთი ძაღლი ადამიანის ხმას ნამდვილად კარგად ბაძავდა, ერთმა „ჩემი ფიურერის“ თქმაც შეძლო.

გაგრძელება მალე დაიდება. თვალი ადევნეთ Yoona-ს არხს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ნახეთ, როგორ ცხოვრობს სახელმწიფო, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის

2. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

3. 10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ

4. აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება

5. 17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია

6. ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია



0
451
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
451