x
image
თუთიკო ბერძენა
რუსული იდეოლოგიის საუკეთესო მარკერები - მატრიოშკა, ბალალაიკა, დათვი და "ცარკალბასკა", რომლებიც შთანთქავენ ირგვლივ ყველას და ყველაფერს.

image

"რუსული სამყაროს" ერთ-ერთი თვისება, როგორც სისხლისმსმელი კრონოსისა იყო ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, არის ის, რომ კლავს არა მხოლოდ უკომპრომისო უცნობებს, არამედ საკუთარ შვილებსაც. და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც დუგინის ქალიშვილის მკვლელობა.


"რუსული სამყაროს" საუკეთესო მარკერებია მატრიოშკას თოჯინა, "მეფე-ძეხვი" და "გაბედულ ბუშტი", ბალალაიკა და დათვი, რუსეთის საბჭოთა პარტიული ნომენკლატურის შვილიშვილები და მომავლის ხედვის არქონა . რუსული სამყაროს ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ის არ გვთავაზობს მომავლის ხედვას. მის ადეპტებს არ შეუძლიათ ახსნან, როგორი იქნება „მომავლის მშვენიერი სამყარო“, საითკენაც გვიხმობენ და გვეძახიან.



მატრიოშკა, როგორც "რუსული სამყაროს" მოდელი


თავად „რუსული სამყაროს“ იდეოლოგებს უჭირთ იმის განსაზღვრება, თუ რა არის ეს. თუ „რუსულ სამყაროს“ მატრიოშკას შევადარებთ, ეს არის ნაჯახით დამზადებული თოჯინა, რომლის კომპონენტები არ ემთხვევა ერთმანეთს. არის ცალკეული ნიშნების მსგავსება- რუსული ენა, სიყვარული დოსტოევსკის მიმართ, გამარჯვებულობა, მაგრამ რომც გასკდე, ეს ნიშნები რაიმე სახის მთლიანობას მაინც არ იძლევა.



"რუსული სამყარო" არის ნივთების ერთობლიობა, რომელთაგან თითოეული შეიძლება ჩაერთოს მეორეში, მაგრამ ყველას ერთად აღებულს არავითარი აზრი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაიკავონ რაც შეიძლება დიდი ფართობი.


თვითონ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის ინსტიტუტი ცდილობდა ამ ფენომენის აღწერას. მთავარი განსაზღვრება, რომლითაც ისინი მუშაობენ, არის ის, რომ „რუსულმა სამყარომ“ არ იცის პოლიტიკური და ეთნიკური საზღვრები და არის საზღვრისპირა კულტურული და ლინგვისტური საზოგადოება.


ამ კონსტრუქტის შიგნით არის ძირითადი იმპულსი სამყაროებისა და სივრცეების დასაპყრობად. ყველაფერი დანარჩენი არის ინსტრუმენტი ძირითადი იმპულსის რეალიზაციისთვის: ენა, ბალეტი, მუსიკა, ლიტერატურა, სივრცე, ჰოკეი და ასევე ფული, ნავთობი, გაზი.


„რუსული სამყარო“ არ არის მხოლოდ მატრიოშკა, არამედ, მისი რეტროგრადული ტრანსცენდენტალიზმია, გულისხმობს დაუოკებელ სურვილს, გადალახოს საკუთარი საზღვრები და წაართვას რაღაც „საკუთარი" უფრო სწორად საკუთარისმაგვარი სხვებს, უიმედოდ მოძველებული კრიტერიუმების გამოყენებით.


ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ არის მითიური „რუსული სამყარო“, რომელიც უნდა დაიპყრონ.


"რუსული მშვიდობა", "რუსული სამყარო"არის ნარატივი, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიული დომინირების აღდგენას სხვა ერებზე. ეს არის კონცეფცია, რომელიც დაცემული სახელმწიფოსგან იბადება, რომელიც მისტირის თავის ყოფილ დიდებას და ოცნებობს მის დაბრუნებაზე სხვების გადასანსვლით.


არქაიზმი „რუსული სამყაროს“ მიმდევართა ყველაზე დიდი პრობლემაა. ყურადღება მიაქციეთ ერთ საინტერესო ფაქტს - მაშინაც კი, როდესაც ისინი საუბრობენ კოსმოსზე, მათ არ ახსენდებათ უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე მიღწევები, არამედ ახსენდებათ გაგარინი და სამოცი წლის წინანდელი ამბავი.


და კულტურული ფენომენებიც კი და კულტურული ფენომენებიც კი ძირითადად არის არა თანამედროვე, არამედ ანტიკური ხანიდან ეს იქნება რუსული ლიტერატურა თუ კლასიკური მუსიკა. ხოლო თანამედროვე ბრენდირებულია "ბალალაიკა "მარკერებით. მაგალითად, რუსები ავსტრალიაში ჩადიან თანამედროვე რუსული კინოს ფესტივალისთვის და სცენაზე გამოჰყავთ დათვი ბალალაიკით და ქალი "კოკოშნიკით", რითაც აღნიშნულია მათი რუსულობა.


ავსტრალიაში კინოფესტივალის გახსნის ცერემონიის საათზე (2019)
image


მრავალეროვნულობა რუსის დომინანტობით



სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ ოლქის მახლობლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტებმა შავი ფერის მამაკაცზე თავდასხმაში ორი ეჭვმიტანილი დაიჭირეს. მოწმე იძლეოდა ჩვენებას, რომ მამაკაცები ყვიროდნენ: "შენ ამერიკელი ხარ! შენნაირები კლავენ ჩვენს მამაკაცებს"ასე რომ, შენსავით ატარე ჩვენი ჯარისკაცები". შავკანიანი მამაკაცი კი ყვრიოდა, რომ ის აფრიკიდანაა.


პუტინის რევანშისტული პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყო მისი მტკიცებით 2005 წელს, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“. მაგრამ ეს არ არის ციტატის დასასრული. რატომ არის ეს ასეთი კატასტროფა? იმიტომ, რომ „ათობით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე და თანამემამულე აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის გარეთ“. ამას ემატება მათი იმედგაცრუება, რომ რუსული ენის შესწავლა და გამოყენება სწრაფად იკლებს მთელ მსოფლიოში. და აქედან დასკვნა - რაღაც უნდა გაკეთდეს.


ნაწილობრივ ცდილობდნენ რაღაცის გაკეთებას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტების, კულტურული დიპლომატიის დახმარებით, მაგრამ ეს გზა არ გამოვიდა და ახლა მათ აიღეს ბომბები და რაკეტები.


მაგრამ ეს ყველაფერი ერთი სისტემის სხვადასხვა იარაღია - მისი "პრიანიკი" და მათრახი.


"რუსული მშვიდობა" თუ "რუსული სამყარო", როგორც გინდათ ისე თარგმნეთ "რუსსკიი მირ"არის პირველი კლასის პროდუქტი ექსპორტისთვის, კონცეფცია, რომელიც საფუძველს იძლევა გარე ექსპანსიაზე.


2000-იანი წლებიდან დღემდე, რუსეთის ხელისუფლებს დათვლით რუსეთის საზღვრებს მიღმა იმდენივე რუსულენოვანია, რამდენიც რუსეთში ცხოვრობს. ამიტომ რუსი მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი მაშინვე 2-ზე გაამრავლეს.


ის, რომ ყოველწლიურად უამრავ მოქალაქეს კარგავენ საკუთარ ქვეყანაში, აღიქმება დიდი საფრთხედ რუსეთისთვის. ჯერ კიდევ 2010 წელს, ვიაჩესლავ ნიკონოვი გამოხატავდა აღშფოთებას: „რუსული ენა ერთ-ერთი უდიდესი ენაა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში პოზიციას კარგავს მსოფლიოში“.


„რუსული სამყაროს“ გადაადგილების გზები განსხვავებულია. უკრაინასა და ბელორუსიაში ის ხედავს რუსულენოვანი მოსახლეობის ბირთვს. აქ ყველაზე დიდი აქცენტი არის ბრძოლა თანამედროვე და კულტურული დაპირისპირებისთვის.


მაგრამ სხვაგვარად ხდება არარუსულენოვანი აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნებზე გავლენის მოხდენა, სადაც „რუსული სამყარო“ ნოსტალგიურ დისკურსებს ეფუძნება საბჭოთა კავშირის დროიდან, ცივი ომიდან, როდესაც სსრკ მხარს უჭერდა ამ ქვეყნებს და ეხმარებოდა იარაღით და გროშებით მსოფლიო კაპიტალიზმთან ბრძოლაში. და ახლა ისინი რუსული პოლიტიკისა და კულტურის ფრეიმირებას ახდენენ როგორც ანტიამერიკულის, ანტიდასავლურის, ანტიკოლონიურის. შეიძლება საბჭოურად, ვინტაჟურად ჟღერს, მაგრამ ეს ტაქტიკა ნამდვილად მუშაობს. იმ ქვეყნებში, რომლებიც კარგად არ იცნობენ რუსულ კულტურას, ფაქტობრივად არის ეს ერთი დისკურსი, .


"მეფე-ძეხვი" და "გაბედული ბუშტი" ("Царь-колбаска" и "пузырь-удалец" როგორც "რუსული სამყაროს" სარკე.


ფონდი "რუსული სამყარო" არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარგად ჩამოყალიბებული ვერტიკალი, ფონდს პოლიტიკური და კულტურული ფუნქციების აქვს. მაგალითად, დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი ხელმძღვანელობს" რუსულ ისტორიულ საზოგადოებას", ხოლო თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ "რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას" .


თუ დავაკვირდებით ხალხს, რომლებიც ცდილობენ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის წარმოჩენას, სურათი თვალსაჩინოა: საბჭოთა ნომენკლატურა არსად გამქრალა. ელიტის როტაცია არც ყოფილა და არც ივარაუდება, რომ იქნება. ბრეჟნევის და პრიმაკოვის შვილიშვილები მართავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან უწყებებს. ფონდ "რუსული სამყაროს"განსახიერებაა სტალინის სახალხო კომისრის მოლოტოვის შვილიშვილი ვიაჩესლავ ნიკონოვი. სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის შვილიშვილია ალექსეი გრომიკოც - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ევროპული პროგრამების ფონდის ხელმძღვანელი. თავად გრომიკო სტრუქტურირებულად აღწერს როგორია „რუსული სამყარო“. სხვა ფასეულობებს შორის არის „მულტიკულტურალიზმი რუსულის დომინანტურით“ და „მულტიკონფესიონალიზმი მართლმადიდებლური დომინანტურით“. რა „ჩებურაშკებია“ ეს და როგორ შეიძლება იყოს, არავინ იცის. თავისი გრანტებით, ისინი, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ყველაფერს, რაც რუსული ენის ყოვლისმომცველობას უკავშირდება.


კიდევ ერთი პირდაპირი წინსვლაა რუსული კულტურის პოპულარიზაციის პროექტები. მაგალითად, ჩინურ ენაზე "რუსული ლიტერატურის ვერცხლის ხანის მცირე პროზის ანთოლოგია", ფესტივალი "ჩაიკოვსკი - რუსეთის სული" მექსიკაში, რუსული კინოს ფესტივალი "რუსული რენესანსი" ავსტრალიაში.



ვერცხლის ხანის რუსული პროზის გზა ჩინელ მკითხველამდე გადის მატრიოშკასა და ბალალაიკაზე, ერთადერთი რაც აკლიათ, დათვია.



ყველაფერს, რაც თანამედროვეობას ეხება, უცნაური ფორმები აქვს.. საგრანტო განაცხადების კვინტესენცია პროექტი Tik-tok-არხისთვის "მეფე-ძეხვი". მართალია, ამ „კალბასკამ“ დაფინასება ვერ მიიღო, რადგან „რუსკი მირის“ ფონდისთვისაც კი "სლიშკომ" აღმოჩნდა...


ფონდის კიდევ ერთი საჩვენებელი პროექტი პროფესიონალურად დაწინაურდა: მრგვალი მაგიდა ლუგანსკში საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ, რისთვისაც მათ სთხოვეს "მედიის ექსპერტები და მეცნიერები ლუგანსკიდან, დონეცკიდან, რუსეთიდან და ირანიდან. კიდევ ერთი მხარდაჭერილი პროქტია საბავშვო სპექტაკლი "გაბედული ბუშტი"" რუსეთის ტყეების არსებებზე.


ჯანდაბას, თითქოს არაფერია და შეიძლება შორიდან უყურო, ვიდრე ეს "ცარკალბასკა" და "გაბედული ბუშტი" შენამდე მოვლენ და სამუამოდ დასხლდებიან შენთან.


რუსული სატელევიზიო გადაცემები გიტოვებს განცდას, რომ ცდილობენ შენს სამუდამო შეთრევას და ჩატოვებას წარსულში. ეს არის რჩევები ადამიანებისთვის, რომელთაც ეშინიათ გარე სამყაროსი. მსოფლიო არის რთული, მე მეშინია მისი, მე ვერ ვიგებ მისას ამიტომ ყველაფერი, რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს". ეს არის თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც ადამიანის თვითგადარჩენის პროცესში არ ანიჭებს უპირატესობას და არ ახდენს ადაპტირებას სირთულეებთან. ბოლოს და ბოლოს ეს არის საშუალება იმისა, რომ არასდროს გახდე ზრდასრული და არასდროს გქონდეს პასუხები რთულ კითხვებზე. ყველა ის საშინელება, რაც ახლა ხდება და რასაც ვხედავთ, არის რუსების ინფანტილური რეაქცია ზრდასრულ რთულ სამყაროზე. მათ არ შეუძლიათ იპოვონ პასუხი იმაზე, რასაც ვერ იგებენ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ უნდა გაანადურონ, მოკლან, მოსპონ ყველაფერი, რასაც ვერ იგებენ, ვიდრე მასთან ჰქონდეთ საქმე.


ჩვენც გვეშინია დღეს, მაგრამ ეს სიტუაციური შიშია, რადგან არ ვიცით, რა იქნება ჩვენთან ერთ წელიწადში, ხვალ, ზეგ. და მაინც, ამ შიშის ფონზეც არაა რთული იმის გაგება, რომ „რუსულ სამყაროს“ მომავალი არ აქვს. ისტორია არ იცნობს უკან შეტრიალების ფაქტებს. და თუ უკან ტრიალებს, ეს მხოლოდ ძალიან მოკლე ვადით.


0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0