სხვა თქვენი ფეხსაცმლის ზომას და ასაკს მარტივად გამოვიცნობთ 2022, 23 აგვისტო, 10:45 გსურთ მეგობრების და ახლობლების გაოცება? ამ ჯადოსნური მათემატიკური ხრიკით ადამიანის ფეხსაცმლის ზომა და ასაკი შეგიძლიათ გამოთვალოთ. ინსტრუქციას ყურადღებით მიყევით და რიგის მიხედვით შეასრულეთ.
გამოსათვლელად ან საკუთარი თავის შესამოწმებლად კალკულატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ხრიკი მხოლოდ 2022 წლისთვის იმუშავებს. საინტერესო ამოცანა ფეხსაცმლის ზომით დავიწყოთ (სრული ზომა გამოიყენეთ, ნახევრების გარეშე). 1. თქვენი ფეხსაცმლის ზომა 5-ზე გაამრავლეთ. 2. მიღებულ რიცხვს 50 დაუმატეთ. 3. მიღებული რიცხვი 20-ზე გაამრავლეთ. 4. თუ წელს დაბადების დღე ჯერ კიდევ არ გქონიათ, მიღებულ რიცხვს 1021 დაუმატეთ. 5. თუ წელს დაბადების დღე უკვე გქონდათ, მიღებულ რიცხვს 1022 დაუმატეთ. 6. ახლა მიღებულ რიცხვს თქვენი დაბადების წელი გამოაკელით. ოთხნიშნა რიცხვს მიიღებთ. პირველი ორი ციფრი თქვენი ფეხსაცმლის ზომაა, ბოლო ორი ციფრი – თქვენი ასაკი. საინტერესო ხრიკი კიდევ ერთ ხრიკს გთავაზობთ, რომელიც ნაცნობების გაოცებაში დაგეხმარებათ. 1. უთხარით ადამიანს, რომ ახლა ფურცელზე დაწერთ რიცხვს და დამალავთ ან არავის აჩვენებთ. 2. ქაღალდზე ყოველთვის 5 დაწერეთ. 3. ახლა სთხოვეთ, რომ 1-დან 100–მდე რომელიმე რიცხვი ჩაიფიქროს. 4. ჩაფიქრებული რიცხვის 4-ზე გამრავლება სთხოვეთ. 5. ახლა მიღებულ რიცხვს 12 დაუმატოს. 6. და 2-ზე გაამრავლოს. 7. 16 დაუმატოს. 8. და 8–ზე გაყოს. 9. ბოლოს, ჩაფიქრებული რიცხვის გამოკლება სთხოვეთ. ახლა სთხოვეთ გიპასუხოთ, რა მიიღო (პასუხი ყოველთვის 5 იქნება), შემდეგ თქვენი ქაღალდი გახსენით. ხალხი იფიქრებს, რომ ფიქრების წაკითხვა შეგიძლიათ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რა ნიშნები უნდა დასვათ შვიდიანებს შორის, რომ ტოლობა სწორი იყოს? 2. ამოცანა გენიოსებისთვის - გენიოსი მის ამოხსნას 10 წამში ახერხებს, ბილ გეითსი 20 წამში, თქვენ? 3. 3 ამოცანა, რომლებიც ჩიხში მოგაქცევთ 4. ამოცანა ლოგიკური აზროვნებისათვის: თითოეული ნათურის ჩასართველი იპოვეთ 5. 3 სხვადასხვა სირთულის ლოგიკური ამოცანა: შეძლებთ მის ამოხსნას? 6. ადამიანების მხოლოდ 3%-ს შეუძლია ამ რთული თავსატეხის ამოხსნა. თქვენ შეძლებთ? 373 შეფასება არ არის |