x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ინდიელები და სკალპები – თემასთან დაკავშირებული რეალური ფაქტები

დიახ, ისინი ველურები იყვნენ და სკალპს აჭრიან ადამიანებს! – თითქოს, ჩვენს გონებაში მტკიცედ ჩამჯდარ, ამ მოსაზრების წინააღმდეგ, ბრძოლას აზრი არა აქვს: სკალპირება უძველესი ტრადიციის და ისტორიის ნაწილია. მაგრამ, ჯერ კიდევ 125 წლის წინ, ომაჰას ტომის წარმომადგენელმა სიუზან ლა ფლეშმა, რომელიც მხატვარი და ავტორიტეტული ლიტერატორი იყო, ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინდიელებს სკალპის აჭრა ევროპელებმა ასწავლეს, და არა პირიქით.


image


დიახ, საზოგადოებაში ჭორები ადრეც მუსირებდა. ხოლო, გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მეცნიერები ამ თემით, უკვე სერიოზულად დაინტერესდნენ.

კოლონიებისთვის ბრძოლის დროს, ფრანგები და ინგლისელები იბრძოდნენ რა, ერთმანეთის წინააღმდეგ, თავიანთ მხარეს ადგილობრივი ტომების გადაბირებასაც ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, უანგაროდ არა. ყოველი მოკლული მოწინააღმდეგისთვის, ევროპელებო გარკვეულ თანხას იხდიდნენ. ხოლო, მტკიცებულებად, მოკლულის სკალპის წარდგენას ითხოვდნენ. რაც იმ დროს, ნამდვილად რომ, ლოგიკური იყო. ეს კი, იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ კოლუმბამდელ ამერიკაში, სკალპირება, პრაქტიკულად არ არსებობდა, ან ძალიან გავრცელებული არ იყო.


კოლუმბამდე დიდი ხნით ადრეimage


რა თქმა უნდა, იმის თქმა არ შეიძლება, რომ ამერიკის აბორიგენები უფრთო ანგელოზები იყვნენ და მათ საზოგადოებაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია... ეს, ასე არ არის. ხოლო, სიმართლე სკალპირებასთან დაკავშირებით, სადღაც, შუაშია.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ისტორიკოსებმა ჯეიმს ექსტელმა (James Axtell) და უილიამ სტერტევანტმა (William C. Sturtevant) 1980 დაამტკიცეს, რომ ეს პრაქტიკა, ინდიელებში გავრცელებული იყო, როგორც ძველი სამყაროს წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, ისე პირველი კონტაქტების დროს. ამას, მათ ენებში, სპეციალური ტერმინების არსებობა და ასევე, აღმოჩენილია რეალური ფიზიკური მტკიცებულებები – თავის ქალები, შესაბამისი ჭრილობის კვალით, ამტკიცებს.


კოლონიალისტთა მავნე გავლენა
image


ცალკეულ ტერიტორიებზე და გარკვეულ ტომებში, სკალპირება ნორმა იყო. მაგრამ, ექსტელმა და სტერტევანტმა აღნიშნეს, რომ საკუთარი ანგარების გამო, სწორედ კოლონიზატორებმა გააფართოვეს ამ მავნე პრაქტიკის საზღვრები.


image


«უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ბრიტანელებმა გაავრცელეს ინდიელებში, მოკლული მტრის სკალპის აჭრის ჩვეულება, სკალპებზე მონადირეები არ ინდობდნენ არც დიდს და არც პატარას, ისინი მტრის ბანაკს ან დასახლებას, მუსრს ერთიანად ავლებდნენ. ინდიელების ერთი ნაწილი ფრანგებს ემსახურებოდა, მეორე ინგლისელებს და მათ ამ დაპირისპირებაში, უდიდესი დანაკარგი განიცადეს... შედეგად, ევროპელების სასარგებლოდ, დამოუკიდებლობაც კი დათმეს» (იაროსლავ ვოიჩაკი, «კვებეკი», 1759 წ.).



და «ფერმკრთალებიც»...image


კერძოდ, ყველაზე მთავარი მითი, რომლის დამსხვრევაც არის საჭირო, სკალპირების დაწყების დრო კი არა, უფრო ის არის, რომ თითქოს, მსგავს პრაქტიკას მხოლოდ ინდიელები მიმართავდნენ. ხოლო, ევროპელები მხოლოდ უცოდველი მსხვერპლნი იყვნენ... – ეს სიმართლე არ არის! სკალპირებას როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მიმართავდა. ამის მტკიცებულება კანადის გუბერნატორის ჩარლზ ლოურენსის (Charles Lawrence), 1756 წლის, განკარგულებაა, რომლის მიხედვით, მისი უდიდებულესობის საბჭო, 30 გირვანქა სტერლინგს იხდიდა ცოცხალი ინდიელი ტყვეს მიყვანაში და 25–ს – ინდიელის ყოველ სკალპში. «ჯილდოს, მისი უდიდებულესობის ყველა ფორტის უფროსი გადაიხდის, ტყვეების ან სკალპების შეგროვების თანვე» – ეწერა ბრძანებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ განკარგულებას, იურიდიული ძალა, ჯერ კიდევ აქვს, რადგან ის არავის გაუუქმებია.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები

* მარილი კბილის პასტის ნაცვლად! (პირის ღრუს გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და იაფიანი საშუალება)

* ჭარბი წონის მოცილების ყველაზე მარტივი გზა

* რა განსხვავებაა ნაკურთხ და ჩვეულებრივ წყალს შორის და რატომ არის ის უფრო სასარგებლო

* თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ე. ი. თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის

* როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა

* ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (VI ნაკრები)



0
644
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
644
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0