პოლიტიკა გავრცელდა მანქანის აფეთქების ვიდეოკადრები, სადაც ალექსანდრე დუგინს თავზე აქვს შემოწყობილი ხელები (ვიდეო) 2022, 21 აგვისტო, 15:48 ეს ის მომენტია, როდესაც პუტინის თანაშემწე ალექსანდრე დუგინი უყურებს მისთვის განკუთვნილი ბომბის აალებას, რომელმაც მოკლა მისი ქალიშვილი, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ამ ორმა პიროვნებამ ბოლო წუთში შეცვალეს ავტომობილები.
დუგინი, ცნობილი ფაშისტი, რომელსაც "პუტინის ტვინი" უწოდეს, საავადმყოფოშია მას შემდეგ, როდესაც ის დააფიქსირეს აფეთქების ადგილზე სადაც მისი 29 წლის ქალიშვილი დარია დუგინა დაიღუპა. შაბათს საღამოს ის გაემართა მოსკოვის მახლობლად გზატკეცილზე სოფელ ბოლშიე ვიაზემისკენ, მაგრამ გადაწყვიტა სხვა მანქანით წასულიყო, რა დროსაც სიკვდილს მხოლოდ შემთხვევით აარიდა თავი. ვლადიმერ პუტინის უახლოესი მხარდამჭერები უკრაინაზე შურისძიებას ითხოვდნენ რუსეთის ლიდერის სულიერი გურუს ქალიშვილის, მის ნაცვლად გარდაცვლილი დუგინას "მკვლელობისთვის". Baza -ს გავრცლებულ ვიდეოში ჩანს აფეთქების ადგილზე თავზარდაცემული მამა, რომელსაც თავზე აქვს ხელები აქვს შემოწყობილი. დუგინი, ცნობილია როგორც პუტინის "რასპუტინი". 2014 წლიდან იგი პუტინის მთავარი მრჩეველი უკრაინაში ჩარევის საკითხებში. წესით ის უნდამ ჯდარიყო Toyota Land Cruiser Prado-ში, რომელსაც ბომბი დაუმონტაჟეს, მაგრამ ფილოსოფოსმა ალექსანდრე დუგინმა, როგორც ჩანს, მანქანა ბოლო მომენტში შეცვალა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ქალბატონი დუგინა ბრუნდებოდა კულტურული ფესტივალიდან, რომელსაც მამასთან ერთად ესწრებოდა. დუგინა იყო პოლიტიკური ანალიტიკოსი და პუტინის მომხრე ჟურნალის United World International-ის რედაქტორი და წიგნის თანაავტორი უკრაინაში პუტინის ომის შესახებ. 68 2-ს მოსწონს
|