x
image
თამილა გურაშვილი
რუსუდან შარაძე: "მეშინია ამ ხალხის, მათი სისხლმოწყურებული და სიკვდილნარევი ენერგიის"

image
"1998 წელს, ლაშა რომ მოუკლეს მამაჩემს, მისი მოწინააღმდეგეებიდან ვიღაცეები ხარობდნენ, მაგრამ ის თაობა კულტურული იყო და არ მახსენდება, სიხარული ვინმეს ღიად გამოეხატოს. არაერთი ვაჟკაცური საქციელიც მინახავს, ხოლო ვირთხები რას შვრებოდნენ, ერთხელ მოვყევი და კიდევ მოგიყვებით:


არ ვუთხარით ბებიაჩემს, რომელიც წლების მანძილზე ავად იყო. დეიდა და ბებია ერთად ცხოვრობდნენ. თათუ დილით გამოდიოდა და ღამე შედიოდა სახლში. იცით, რომ ლაშას გვამი, პაპანაქება სიცხეში, ერთი დღის დაგვიანებით ვიპოვეთ და იძულებულები ვიყავით, მალე დაგვეკრძალა.


ის რამდენიმე დღეც არ მოისვენა სატანამ, დაურეკა ბებიაჩემს და უთხრა: შენ მანდ რომ ზიხარ, მცხეთის ქუჩაზე ლაშას კუბო დევსო. დანარჩენს იოლად წარმოიდგენთ. იჯდა მერე ჩემი თამარა ბებია გასვენებაში, გაშტერებული, შოკისგან ვერც კი ტიროდა. ვინც დაურეკა, ალბათ, იქვე დასუნსულებდა და ბედნიერებისგან ცას წვდებოდა. ასეთი ვირთხები სულ იყვნენ და იქნებიან.


უბრალოდ, ადრე ასე არ ჩანდა. ახლა ნებისმიერს მიეცა აზრის ფრქვევის საშუალება, ყველამ აიწყვიტა და წამოვიდა აქამდე დაფარული ჭუჭყის ნიაღვარი.



მამაჩემის მკვლელობაც არაერთს გახარებია. პირში არ უთქვამთ, მაგრამ რად უნდა თქმა, კანით ვგრძნობ და ვიცი, თავი რომ დავანებო, რა გზას ადგანან (თუმცა, ხმებიც მომსვლია და მხოლოდ, ერთს, ჩემს არაჩვეულებრივ პედაგოგს შევუნდე, მეტი ვერ შევძელი). ისევე, როგორც არ სჭირდება სიტყვები იმას, თუ ვინ დამაკლავდა მამაჩემს დღეს, ახლა, ამ წუთში, ხელის აუკანკალებლად და რაც ყველაზე გასაკვირია, ფაშისტთა ამ „სიაში“ არაერთი ახლობელიც აღმოვაჩინე.


რა დამთხვევაა, რომ სწორედ, ეს ხალხი ხარობს დღეს სხვისი (ვინც გინდა იყოს) უდანაშაულო შვილის მკვლელობით და რაც მთავარია, არც კულტურა, არც რწმენა, არც განათლება, არც ოჯახიშვილობა არ ჰყოფნით, რომ ეს არ გამოხატონ და მარტო იხალისონ, თავიანთ მდაბიო წრეში იხარხარონ.


მეშინია ამ ხალხის, მათი სისხლმოწყურებული და სიკვდილნარევი ენერგიის", - წერს რუსუდან შარაძე.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0