x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ დაჭამეს ქართველებმა ერთმანეთი? - აგრესიის მიზეზები ქართულ რეალობაში
image

რა გვჭირს, რატომ ვართ ასეთი აგრესიულები? - ბევრი სვამს ამ კითხვას.



მართლა გაინტერესებთ?

არაა ამის მიზეზების ახსნა დიდი სირთულე, თუ ამ კითხვას გულწრფელად სვამთ და არა მორალისტის პოზით კეკლუცურად:



არის ასეთი ცნობილი ექსპერიმენტი (კულიკისა და როჯერსის), რომელიც ასაბუთებს, რომ ფრუსტრაცია (დამთრგუნველი დაძაბულობა, მღელვარება, სასოწარკვეთილება) არის არა უქონლობის შედეგი, არამედ შედარებითი უქონლობის შედეგი! ზუსტად ეს მისი დაღმატებულება ფრუსტრაციაა მერე ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჩვენი აგრესიულობის!


არის კიდევ მერტონის მიზნისა და საშუალების განშრევების თეორია. ადამიანი რომ შუაზე იგლიჯება შრომით, სწავლით და ხედავს, რომ წარმატებას ის ადამიანები აღწევენ, ვინც თითსაც არ ანძრევს, არც ნიჭით ბრწყნავს, არც თავდაუზოგავად შრომობს, არც წიგნი გადაუშლია და სინით ერთმევა უკანონო გზებით - ნეპოტიზმით, ქრონიზმით და კორუფციით, ესეც იწვევს ფრუსტრაციას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ძალიან ახლოსაა ამ მიზანთან. ასეთ დროს ფრუსტრირებული ის, გაგლეჯვამდე რომ შრომობს და სწალობს, ირჩევს დევიაციის ერთ-ერთ სახეს... სხვა გზას არ უტოვებს სოციალური გარემო, არა!


მერტონის დევიაციის სახეებში ყველაზე მისაღები ასეთ დროს, ალბათ, ამბოხია ღირებულებათა სრული გადაფასებით - რადიკალური, რევოლუციური რეაქცია სოციალური გარემოს მიუღებლობაზე.


ძალიან ბევრი ფრუსტრირებული მოზარდი და მოზრდილი გვყავს დღეს. შედეგის განკითხვით რომ ვიწყებთ, აუუ, რამდენი ნარკომანი გვყავსო. რატომ გვყავს მერე??? ესაა საქმე და საკითხავი . რატომ და სოციალური გარემო ზღუდავს ან საერთოდ კეტავს ადამიანისთვის ხელმისაწვდომი კანონიერი საშუალებებით წარმატების (მათ შორის, ფინანსურის) მიღწევის შესაძლებლობას. ერთი მხრივ, ვალდებულება რომ გაქვს, გამოიყენო მხოლოდ კანონიერი, მაგრამ არაეფექტური საშუალებები და, მეორე მხრივ, გარედან რომ გაიძულებენ მიზნის მისაღწევად გამოიყენო არაკანონიერი, მაგრამ ეფექტიანი საშუალებები, ეს ხომაა კონფლიქტი? კონფლიქტია, აბა რაა, როცა ადამიანს წართმეული აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს საშუალებები, რომლებიც კანონიერიც იქნებოდა და ეფექტურიც.


თუ ასეთ დროს აგრესიის გამოთავისუფლება არ მოხდა, როგორ გგონიათ, რა მოხდება? რა და ამ კონფლიქტს ადამიანი გადაჭრის როგორც მიზნების, ისე საშუალებების უარყოფის გზით და ხდება ტოტალურად გაუცხოებული: საკუთარ თავში ჩაკეტვა დეპრესიისგან გამოჭმით, განარკომანება, გალოთება არის არჩევანის შედეგი და არა დამარცხების სიმპტომი...



სხვა ველზე და მთავარ სამიზნეს ჩამომაშორებს. ჩემი მთავარი მიზანი არის ოცნების კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და ასევე, მათი რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანა, რასაც დიდი ხანია ვახორციელებ ეტაპობრივად და მივიყვან ბოლომდე. "სოსო გოგაშვილი. 306-ე საკანი.

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0