x
მეტი
  • 08.02.2023
  • სტატია:125539
  • ვიდეო:355967
  • სურათი:498450
„ციხეში გაიცნო, 10 წლით უფროსია“… – მარკუს მეტრეველმა ცოლი მოიყვანა
image


პოპულარული ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი კიდევ ერთხელ დაქორწინდა. როგორც ცნობილი ხდება, ამჯერად მისი რჩეული დალი ხაბულიანია. სოციალურ ქსელში მაშინვე ატყდა აჟიოტაჟი, რამდენად გაუმართლებდა მომღერალს და იქნებოდა თუ არა ბედნიერი ამჯერად მაინც. ფეისბუქში ცნობილი მომღერლის ირგვლივ არაერთი გამოხმაურება დაიწერა. ყველას აინტერესებდა, სად და რა ვითარებაში გაიცნო მეტრეველმა მისი მეორე ნახევარი.

,

როგორც მარკუსმა ერთ-ერთ მედიას გაუმხილა, მან დალი ხაბულიანი გასულ წელს, ქალთა კოლონიაში, საკუთარ კონცერტზე გაიცნო. მომღერლს თქმით, დალიმ ის სიძლიერით და თვისებებით მალევე მოხიბლა. არსებული ინფორმაციით დალი ხაბულიანი მარკუსზე 10 წლით უფროსია. ახალშეუღლებულ წყვილს უკვე უამრავი ადამიანი ულოცავს. მომღერლის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე მისმა მეგობრებმაც გაიზიარეს. მილოცვებს და კეთილ სურვილებს წყვილის მიმართ არ იშურებენ.


.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, გასული წლის ზაფხულში, მომღერალი წერდა, რომ 10 წლის ქალზე შეყვარებულია. მაშინაც ამავე ქალზე საუბრობდა. თუმცა ამჯერად ის ქორწინებას ადასტურებს.

.

„ჯერ არსად მითქვამს, შეყვარებული ვარ ჩემზე უფროს ქალზე. ის ციხეში ქალთა კოლონიაში გავიცანი და მისმა სიძლიერემ მომხიბლა. არც კი მიკითხავს ასაკი, იმდენად წვრილმანია, ეს დეტალი ამხელა გრძნობის წინაშე. მე კონცერტი მქონდა ციხეში, ეს ქალი კი სტუმრად იყო მოსული. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, - ამბობს მარკუს მეტრეველი.

.

2020 წლის ინტერვიუ: „მყავს ადამიანი, რომელთანაც უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც ვარ. ერთად კარგად ვგრძნობთ თავს. ეს ის ადამიანია, რომელიც მჭირდება სულიერად, მორალურად, ფიზიკურად. ის არის ჩემი: დაქალი, ძმაკაცი, დედა, მამა, შეყვარებული... ძლიერი ქალია და იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. სწორედ, ასეთ ადამიანს ვეძებდი მთელი ცხოვრება და ღმერთმა გამიკეთა საჩუქარი. – თავის საქმეში არის ძალიან ცნობილი და გავლენიანი. მოვა დრო და აუცილებლად გავაცნობ ყველას. ძალიან არაორდინარულ სივრცეში – ციხეში. ქალთა კოლონიაში ვიყავი მიწვეული, კონცერტი მქონდა და თავადაც ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გახლდათ. მაშინ დაიწყო ჯერ მოწონება და მერე დაიბადა გრძნობა. ციხის კედლებიდან დავიწყეთ ყვეალაფერი. ეს ის ადამიანია, რომელიც გულწრფელად მჭირდებოდა.

.

ქორწინებაზე ვფიქრობ პირველივე დღიდან. როცა დავინახე, მაშინვე ვფიქრობდი მასზე სერიოზულად. ორივე იმ ეტაპზე ვართ, რომ დროა, ეს ნაბიჯი გადავდგათ ჩვენს ცხოვრებაში. ვიცი, მასთან ბედნიერი ვიქნები. ზოდიაქოთი არის კურო და ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, წყნარი ადამიანია. კარგად ესმის ჩემი, ხასიათებითაც ვეწყობით და ვაბალანსებთ ერთმანეთს. ყველაზე მთავარი, რაც არის, საოცრად ერთგულია, ეს კი ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის. უახლოეს მომავალში ოფიციალურად ვაპირებთ ერთად ცხოვრებას. წარსულში არ მქონია ქორწილი, ხელის მოწერა, არც ჯვარი დამიწერია და ჩემთვის ეს ყველაფერი სასიამოვნო სიახლე იქნება, რომელსაც აუცილებლად გამოვცდი, იმედი მაქვს, პირველად და უკანასკნელად (იცინის). (თბილისელები 16.11.2020)

.

მის მსმენელსა და გულშემატკივარს კარგად ახსოვს მისი უიღბლო ქორწინებები და მის მეუღლესა და შვილების დედასთან დაძაბული ურთიერთობა. დაშორების შემდეგ ისინი ერთერთ სატელევიზიო შოუში შეხვდნენ ერთმანეთს და სკანდალური გადაცემა გამოდგა. ჩხუბი ჭურჭლის მტვრევაშიც კი გადაიზარდა. ორივე მხარე ბრალდებებს ღიად და დაუფარავად აჟღერებდა.

.

image

0
906
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
906
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0