x
image
ციცი
Mediator image
"ჩემი რუბრიკა, რომლის მიზანიც ქალების გაძლიერება იყო, ხშირად წარუდგენია ლაშას..." - ნახეთ რას წერს გაუპატიურებაში ბრალდებული ლაშა ნაკაიძის კოლეგა

image
"მთავარი არხის" ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დაკავებულია. მას ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, გაუპატიურება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

ნაკაიძეს ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს, იმის შემდეგ, რაც მსხვერპლი შეამოწმეს და მასზე ძალადობის კვალი აღმოაჩინეს." მთავარი არხი" ამ საზარელ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და წყვეტს ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ბრალი დაუმტკიცდება. არხმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქის" გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ირკვევა 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი საშინელი ფაქტის შესახებ, პოლიციას თავად "მთავარი არხის" თანამშრომელმა აცნობა, რითაც ხაზი გაუსვა ამ არხმა, რომ ისინი სიმართლის მხარეს არიან.

მომხდარს გამოეხმაურა ლაშა ნაკაიძის ერთ-ერთი კოლეგაც.

"აი, რომ გეკითხათ, გეგულება თუ არა ადგილი, სადაც ძალადობა არ არსებობსო, ვერც რომელიმე ოჯახზე დავდებდი თავს და ვერც სხვა რომელიმე ადგილზე, მაგრამ ჩემს სამსახურს თამამად დავასახელებდი. ჩემი რუბრიკა, რომლის მიზანიც ქალების გაძლიერება იყო, ხშირად წარუდგენია ლაშას, თან ისეთი სიტყვებით, რომ გული ამჩუყებია." წერს ელენე მარგალიტაშვილი.

image თუ ბრალდებულ ლაშა ნაკაიძეს ბრალი დაუმტკიცდება, მას ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საგამოძიებო აქტიურად არის ჩართული და ვიმედოვნებთ გაირკვევა სიმართლე და გავიგებთ ლაშა ნაკაიძე არის თუ არა მოძალადე ადამიანი.

1
107
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
107
  
2022, 18 აგვისტო, 16:59
დასახვრეტია მაგის დედაც.
0 1 1