სხვა როგორ გამოიყურებოდა პირველი კლასის საბჭოთა თვითმფრინავი 2015, 14 მარტი, 9:48 ვინაიდან საბჭოთა კავშირში ყველა "თანასწორი" იყო, არ არსებობდნენ "მდიდრები და ღარიბები", ტრანსპორტიც არ იყოფოდა "კლასების" მიხედვით, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა "დიდებული ქვეყნის" იდეოლოგიას.
თუმცა იყო გამონაკლისები, კერძოდ კი ეს ეხებოდა საჰაერო ტრანსპორტს.
პირველმა საბჭოთა სატრანსპორტო კომპანია "აეროფლოტმა", თავის დროზე იზრუნა იმაზე, რომ თვითმფრინავის ბორტზე ყოფნა მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო როგორც პოლიტიკური ელიტისათვის, ასევე "უბრალო" ხალხისთვის.
1950-იან წლებში დაიწყო ფრენები მთელს მსოფლიოში, რის გამოც საბჭოთა კავშირი იძულებული შეიქმნა, რომ მიეღო მსოფლიო სტანდარტები.
ზოგჯერ "აეროფლოტის" თვითმფრინავებს, რომლებიც საერთაშორისო ფრენებისთვის იყო განკუთვნილი, იყენებდნენ შიდა რეისებისთვისაც. მაშინ ნებისმიერ მოკვდავს თავი შეეძლო ეგრძნო ელიტად. ბორტზე მგზავრებს შავი ხიზილალით და კარგი რუსული არყით უმასპინძლდებოდნენ. არანაირი პლასტიკური ჭურჭელი, მხოლოდ ფაიფური და ბროლი. იმისათვის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ თავი მგზავრებს პირველი კლასის თვითმფრინავში. ბილეთის ფასი კი პირველი კლასის თვითმფრინავით 583 დოლარი და 90 ცენტი ღირდა. ახლა კი ვნახოთ, როგორ მგზავრობდა საბჭოთა ელიტა და ზოგჯერ ჩვეულებრივი ხალხიც ამ პირველი კლასის თვითმფრინავებით: მგზავრებს შეეძლოთ წაეკითხათ მარქსის ნაშრომები, ამოეხსნათ კროსვორდები ან ეთამაშათ სამაგიდო თამაშები: სამზარეულო ასე გამოიყურებოდა: "აეროფლოტს" პრემიუმ-კლასის სალონებში საძინებლებიც ჰქონდათ, რაც საბჭოთა კავშირის დროინდელ მატარებლის კუპეებს მოგაგონებდათ. 482 3-ს მოსწონს
|