x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მიმინო" შეიძლება საერთოდ არც გადაეღოთ-საკულტო ფილმის შექმნის ისტორია
image

45 წლის დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმის "მიმინოს" გადაღება, საკულტო სურათი, რომლის ფრაზები თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი საზოგადოებამ ზეპირად იცის, ხოლო სიმღერა ფილმიდან "ჩიტო-გვრიტო" ეპოქის სუპერ-შლაგერად იქცა.ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ამ ფილმს შეიძლება საერთოდ არ ეარსება, მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით იხილა დღის სინათლე .ქვემოთ გაეცნობით ფილმის შექმნის ისტორიას


1975 წლის ზაფხულში გიორგი დანელია მეგობართან, სცენარისტ რევაზ გაბრიაძესთან ერთად, კახეთში, ქალაქ თელავში ჩავიდა. აპირებდნენ სცენარის დაწერას სოფლელ მფრინავზე, რომელმაც ღამით ხეზე ჯაჭვით ვერტმფრენს აბამდა ზედ ბოქლობს ადებდა. მაგრამ მოულოდნელად, მისი შემოქმედებითი შვებულება შეწყდა. გ.დანელია მიიწვიეს ამერიკაში ფილმის „აფონიას“ წარსადგენად. მერე კიდევ რამდენიმე სხვა საქმე გამოჩნდა და გეგმა განუხორციელებელი დარჩა.



ნახევარი წლის შემდეგ დანელია დაუბრუნდა ქართველ მფრინავზე ფილმის გადაღების იდეას. ამჯერად მან დაიქირავა სცენარისტი ვიქტორია ტოკარევა, რომელთანაც უკვე მუშაობდა "იღბლიანი ჯენტლმენების" და "სრულიად დაკარგულების" სცენარზე. შედეგად, მათ სწრაფად დაწერეს სცენარი სამუშაო სახელწოდებით „არაფერი განსაკუთრებული“. ამ სცენარში, სიუჟეტი ვითარდებოდა სასიყვარულო ურთიერთობის გარშემო. გოგონას შეუყვარდა ყოფილი პილოტი, რომელთანაც იმავე ქალაქში ცხოვრობს. ეს მფრინავი უკრავს საყვირზე, წერს ლექსებს და თან მღერის . გიორგი დანელია მუსიკალური ფილმის გადაღებას აპირებდა. ეს სცენარი "გოსკინოში" მიიღეს, ხარჯთაღრიცხვაც დამტკიცდა და მოსამზადებელი პერიოდიც დაიწყო . და როდესაც გადაღებების დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩებოდა, გიორგი დანელიამ, რომელიც ბულვარში მის მეგობარ მაქსუდ იბრაგიმბეკოვთან ერთად სეირნობდა რეზო გაბრიაძის პირველი სცენარი შეახსენა და მიიჩნია, რომ ის უფრო ბევრად საინტერესო იყო.


image

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა რეჟისორმა მთლიანად ფილმის სცენარის შეცვლა. შედეგად რ.გაბრიაძე სასწრაფოდ გამოიძახეს მოსკოვში , იქვე იყო ტოკარევაც .სამივე ბოლშევოში მწერალთა პანსიონატში დასახლდა და სცენარი ერთ თვეში დაწერეს. პროცესში სიუჟეტი ახალი და ახალი ფაქტებით, ახალი ეპიზოდებითა და დიალოგებით იყო გადაჭედილი. ზოგიერთ დიალოგს თავად დანელია დაუნდობლად ჭრიდა სცენარიდან.

image

მან დაიწყო გადაღებები სცენარის საბოლოო ვერსიის გარეშე.ხოლო მსახიობებს თავად ირჩევდა ყოველგვარი წინასწარი ქასტინგის გარეშე .მთავარ როლზე დანელიამ თავისი რჩეული ვახტანგ კიკაბიძე დაამტკიცა. თუ მთავარი როლის შემსრულებელთან ყველაფერი ნათელი იყო, ფრუნზიკ მკრტჩიანმა, მეორე მთავარი როლი თითქმის შემთხვევით მიიღო. სატვირთო მანქანის მძღოლის როლი თავიდან საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.კიკაბიძესთან ერთად სასტუმროში დანელიას , სვერდლოვსკელი ენდოკრინოლოგს უნცა ეცხოვრა, რომელიც რეჟისორის სხვა ფავორიტს, ევგენი ლეონოვს უნდა შეესრულებინა,

image

მაგრამ გაჩნდა აზრი, რომ ვალიკოსთან ნომერში რუსი ენდოკრინოლოგის ნაცვლად სომეხი მძღოლი, რუბიკ ხაჩიკიანი შეესახლებინათ. ასეთი ვარიანტი გაცილებით ორიგინალური გამოდიოდა, რადგან ქართველებისა და სომხების მარადიული ქიშპი სიუჟეტს განსაკუთრებულ კოლორიტს მიანიჭებდა. სცენარის ავტორებს არც ლეონოვის დაკარგვა უნდოდათ, ამიტომ პრობლემის გადასაწყვეტად ძალიან მარტივ გზას მიმართეს: მონეტა ააგდეს და ჩაუთქვეს: „არიოლი“ – ლეონოვი, „რეშკა“ – მკრტიჩიანი!


საბოლოოს ევგენი ლეონოვს გენერალ ვოლოხოვის როლი ერგო, რომელიც ასევე სპონტანურად შეიქმნა.

image



ცოტას თუ ახსოვს, რომ ფრუნზიკი სწორედ დანელია აღმოაჩინა საკავშირო კინოსთვის . ერევანში ის თეატრის მსახიობი იყო და თამაშობდა მხოლოდ სომხურ ფილმებში. დანელიამ მიიწვია იგი თავის ფილმში "ოცდაცამეტი" ამერიკელი პროფესორის როლზე და სწორედ მას შემდეგ შეამჩნიეს სხვა რეჟიოსორებმა მათ შორის ლეონიდ გაიდაიმ.



ელენა პროკლოვა კადრში მხოლოდ ორჯერ ჩნდება, მაგრამ მისი სახე " ლარისა ივანოვნა" არის მთელი ფილმის ლაიტმოტივი . თავდაპირველად, ის უფრო ხშირად უნდა ყოფილიყო კადრში. მაგრამ სცენარი გზადაგზა იცვლეოდა გადაღების პროცესში.

image

წარმოუდგენლად სასაცილო ამბავი გამოდგა "მფრინავ ძროხასთან "მიმართებაში, იშოვეს თეთრი ფერი ძროხა, პატრონს კარგად გადაუხადეს, მაგრამ ოპერატორმა დაიწუნა, ფერებში ერწყმოდა ცას და ღრუბლებს და ამიტომ კარგად არ ჩანდა.. გადაწყვიტეს პირუტყვი შეეღებათ. ასეც მოიქცნენ. ღია ფერის ბოჩოლა წამში ყავისფერი გახდა, მაგრამ გადაღების შემდეგ ახალი პრობლემა გაჩნდა: ახლა უკვე საქონლის პატრონი აღარ იბრუნებდა ძროხას, დაიწყევლა, სხვა ძროხა შემომაჩეჩეთო .გადამღებ ჯგუფს დიდხანს მოუწია ძროხის რეცხვა, რომ პატრონი დაერწმუნებინათ.

image


რაც შეეხება ვალიკოს ძაღლს, ზარბაზანას, დანელიამ ის ქუჩაში იპოვა. სპეციალურად ამ როლისთვის მოსკოველი კინოლოგის მიერ ჩამოყვანილი ოთხფეხა „მსახიობით“ რეჟისორი უკმაყოფილო დარჩა: ზედმეტად მოვლილ-ნასათუთევი იყო და სოფლის ნაგაზს არაფრით ჰგავდა. ჰოდა, ერთხელ ომალოდან აეროპორტში მიმავალი დანელია გზაში მაწანწალა ძაღლს გადააწყდა. პატარა გაბურძგნილ ცხოველს ცალი ყური დაეცქვიტა, მეორე კი თვალზე ეფინა. „სწორედ ისაა, მე რომ მჭირდება“, – გაიფიქრა დანელიამ და ძაღლი თავისთან მიიტყუა. საბოლოოდ ზარბაზანამ მარტო კინოში კი არ მოახერხა „უკვდავყოფა“, გადაღებების დასრულების შემდეგ მოსკოვს „გაემგზავრა“ და სიცოცხლის ბოლომდე ფილმის დირექტორის კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. სხვათა შორის, როგორც შევიტყვეთ, ზარბაზანა „მოსფილმის“ ვაშლის ბაღში ყოფილა დაკრძალული, რომელიც 1950-იან წლებში ალექსანდრე დოვჟენკომ გააშენა.

image

0
757
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
757
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0