x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბოლია რაც ამას პირიდან გამოსდის და არ დაუჯეროთ" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს "უთავმოყვარეოს" უწოდებს:



"ეს არის ცარიელი სიტყვები და ამ სიტყვების მთქმელს არ გააჩნია თავმოყვარეობა.


1. ამისი პოლიტპატიმარი ლიდერი ამტკიცებს რომ თუ მას გაათავისუფლებენ, პუტინისტურ რეჟიმთან პრეტენზია აღარ ექნება!


2. ამისი პარტია პარლამენტში ზის და ლეგიტიმაციას უკეთებს რეჟიმს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, დასავლეთს გვაშორებს და რუსეთის პირისპირ გვტოვებს.


3. ამისი პარტიის წევრები კვლავინდებურად ქოცებთან კომისიების შექმნას და 12 პუნქტის შესრულებას იხვეწებიან - ნაცვლად პუტინისტური რეჟიმის იზოლირებისა.


ანუ ბოლია რაც ამას პირიდან გამოსდის და არ დაუჯეროთ." - წერს "ტაბულს"დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით "ენმ"-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ კომენტარს უვცლელად გთავაზობთ:


"ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში.


ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე". – განაცხადა მელიამ.






0
260
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
260