კახეთი დედოფლისწყაროს მერიამ 5 ადამიანს „საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭა 2022, 17 აგვისტო, 0:00 ორწლიანი პაუხის შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ დედოფლისწყაროში საპატიო მოქალაქეები გამოავლინა. თვითმმართველობის ორგანო ამ სტატუსს წელიწადში 5 ადამიანს ანიჭებს. გასულ წლებში პანდემიის გამო ცერემონიის გამართვა ვერ მოხერხდა. წელს კი საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს, ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიის დროებით მმართველს, თეოდორე ჭუაძეს "დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის" წოდება მიენიჭა. ასევე 2015 წლიდან საპატიო მოქალაქის წოდებას ფლობდა კორონავირუსით გარდაცვლილი მეუფე დიმიტრიც. ასევე, წელს სტატუსი მიენიჭა ცნობილ ანალიტიკურ მკვლევარს, დავით ქართველიშვილს, ექიმ მარინა ხარაშვილს, რეჟისორს, კულტურის სახლის ხელმძღვანელს ცარო მარტიაშვილს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, მერიის თანამშრომელს ნანული ნატროშვილს. კულტურის სახლის ხელმძღვანელს ცარო მარტიაშვილს საპატიო მოქალაქეობის წოდება რომ მიენიჭებოდა, ამის შესახებ მის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ითქვა და დაიდო პირობა, რომ კულტურის სახლის წინ მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნება, თუმცა, როგორც ჩანს ეს პროცესი კიდევ გადაიდო. . შეგახსენებთ, წინა შემთხვევაში „დედოფლისწყაროობის“ დღესასწაულზე დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა: ლაშა ბექაურს (ოლიმპიურ ჩემპიონს); გუჯა ტუჩაშვილს (ხატმწერს, რომლის მოხატული დოქი დღეს რომის იშვიათ ხელნაკეთთა და ანტიკვარიატის ლაბორატორიაში ინახება), შალვა თეთვაძეს (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატს) და მამა-შვილ ჯემალ და გია ბაღაშვილებს. დავით ქართველიშვილი: „თავის დროზე, დედოფლისწყარომ გააერთიანა მამაჩემის ოჯახი, 1870-იან წლებში აქ დასახლებული უკრაინელებისა და რუსების შერეული ოჯახის შთამომავალთან - დედაჩემთან. ბავშვობიდანვე, მამის მხრიდან - ქართველი და დედის მხრიდან - სლავები, ჩემთვის ერთნაირად ქიზიყელები იყვნენ. რუსი და უკრაინელი წინაპრების საფლავები აქ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულით თარიღდება.
.
პაპაჩემი იოსება - არხილოსკალოს სკოლის დირექტორი იყო, შემდეგ წითელ წყაროს ფიზიკა/მათემატიკის მასწავლებელი. ბიძაჩემი - სერგო, რაიონში ყველა აღორძინებული უძველესი ტაძრის არქიტექტორ-რესტავრატორია, მათ შორის იმ უნიკალურის, ელია თეზბიტელის სახელობის მონასტრის, ელიას მთაზე. ქართული და სლავური მხრიდან - ჩემი ქიზიყელი ნათესავებით ვამაყობ. დღევანდელ ეთნოგაუგებრობაში - დედოფლისწყარო არის: ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, ბოშების, რუსების, უკრაინელების, ბელარუსების, პოლონელების და ებრაელების მშვიდობიანი, "ქიზიყური" თანაცხოვრების უნიკალური და მისაბაძი მაგალითი.
,
დღეს, "დედოფლისწყაროობის" ზეიმზე, ჩემთვის "დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭების გადაწყვეტილება, უდიდესი მადლიერების ნიშნად, მე მინდა ჩემს წინაპრებს და მათ ქიზიყელ თანამემამულეებს მივუძღვნა. მეუფე თეოდორესთან ერთად ეს საპატიო წოდება კიდევ სამ, რაიონში სახელგანთქმულ ულამაზეს ქალბატონს ხვდა წილად. დიდი მადლობა ნდობისთვის! მეამაყებით და მიყვარხართ!“ - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
59 შეფასება არ არის
|