x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
„ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, მამა გადააგდო, ჩვენ წამოვიყვანთ სასამართლოთი, არ დავუტოვებთო" - ნანიკო ხაზარაძე
image

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ იმ რთულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც მამამისს შეეხება. მამამისს დემინაცია აწუხებს. ამ დაავადების დროს ადამიანს ყველაფერი ავიწყდება. ეს არის შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელსაც ახასიათებს მენტალური აქტივობის დაქვეითება. ოლიგოფრენიისგან განსხვავებით( თანდაყოლილი ან ბავშვობაში შეძენილი ჭკუასუსტობა), დემენცია ვითარდება ხანშიშესულ ასაკში, თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. არსებობს დემენციის რამდენიმე სახე.


"იმ სახლში ბევრი რამ იყო ისეთი, რაზედაც შფოთავდა, იკეტებოდა, სახლიდან გარბოდა. დანა-ჩანგალიც კი წავართვი, რომ ზიანი არ მიეყენებინა თავისთვის, ბოლს გასაღებიც წავართვი...


იქ არავის ეგონოს, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო დახვდება, როგორც ფილმებშია. არა, ქართული რეალობა სხვანაირია, თუმცა მამას მაინც კარგი გარემო აქვს.



ისე მიიღეს და ისე დამშვიდდა, ვერ გეტყვით, არც ერთხელ არ გაუკეთებია ისეთი რამ, რითაც თავს დაიზიანებდა, არსად გაქცეულა. ამ ამბავში ყველაზე რთული ისაა, რომ მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს."


სინდისის ქენჯნა მქონდა, „მამა ჩააბარა, მამა გადააგდო“ - ეს სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა. ჩვენ მაინც დამოკიდებული ვართ საზოგადოების აზრზე, შესაძლებელია, იმდენად არა რომ გადაწყვეტილება შევცვალო, მაგრამ მაინც შეგრძნებაზე და ემოციაზე ძალიან მოქმედებს.


ვცდილობდი თავი გამემართლებინა და ამეხსნა სხვისთვის, რომ მამა იქ თავს ბევრად კარგად გრძნობს.


მეხსიერებაში, ალბათ, ჩარჩენილი აქვს რომ ფული არ მქონდა, იქ ლამინირებული ფული გავაკეთეთ და ექიმები თვის ბოლოს აძლევენ, ხელფასის სახით. ის კი როცა მივდივარ, ფულს მიკუჭავს, წადი ტანსაცმელი იყიდეო..."


"მამამ ისევ დარეკა. იმ დღეს, ალბათ, მეასედ: „გაიყვანე გახარია!“ - დაჟინებით მოითხოვდა.


კოვიდპანდემიის პერიოდი იყო, ტელევიზორში ყოველ მეორე დღეს ჩანდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია. მამას კი შიშები ჰქონდა და პანიკურად ითხოვდა მის სახლიდან გაყვანას“.



„ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, მამა გადააგდო, ჩვენ წამოვიყვანთ სასამართლოთი, არ დავუტოვებთო.


მივმართე სასამართლოს და მამას ვერავინ წამართმევდა. მერე გავიდა დრო და ყველამ დაივიწყა ეს ამბავი, ახლა პანსიონატში მამასთან ერთად იმ ადამიანის ახლობლები არიან ვინც მე მლანძღავდა.


მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“.

0
252
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0