x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ორი წლის გოგონამ კბილებით გველი მოკლა
image

თურქეთში ორი წლის გოგონა შეებრძოლა 50 სანტიმეტრიან გველს, რომელმაც მას ტუჩზე უკბინა. ბავშვი არ დაიბნა და საპასუხოდ ქვეწარმავალს კბილები მოუჭირა, წერს ladbible. ეს ყველაფერი ქალაქ ბინგოლთან( ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში) მდებარე სოფელში მოხდა.



გოგონა საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა, როცა მეზობლებს მისი ყვირილი შემოესმათ . ისინი სასწრაფოდ გაეშურნენ ბავშვისკენ, რათა გაეგოთ რა ხდებოდა და მისვლისთანავე გაოცდნენ, როდესაც ნახეს, რომ გოგონას პირით ეკავა 50 სანტიმეტრიანი გველი, რომელიც გამწარებული იკლაკნებოდა.მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვს ტუჩზე ქვეწარმავლის ნაკბენის კვალი ემჩნეოდა. მეზობლებმა გოგონას პირველადი დახმარება გაუწიეს და სასწრაფო გამოიძახეს. დაზარალებული ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მთელი დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. ინციდენტის დროს ბავშვის მამა მეჰმედ ერკანი სამსახურში იმყოფებოდა და მოგვიანებით განაცხადა, რომ "ღმერთი იყო მათი მფარველი."

image


„ჭეშმარიტად, ალაჰმა დაიცვა იგი. ჩვენმა მეზობლებმა მითხრეს, რომ გველი ჩემს შვილს ხელში ეჭირა, მას ეთამაშებოდა, შემდეგ კი გველმა უკბინა. „მაშინ საპასუხოდ ბავშვმაც უკბინა“.


image

გოგონამ ტუჩზე გველის ნაკბენის გამო პირველადი დახმარება მეზობლებისგან მიიღო, სანამ პატარას ბინგოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანდნენ შემდგომი მკურნალობისთვის. ბავშვი კარგად გრძნობს თავს, გველის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

0
731
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
731
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0