x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"რო­დე­საც ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლე­ბის სა­ხელს მე­ძახ­და - ვირ­თხას, გველს, რწყილს" - რა ილაპარაკა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოზე
image


თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის კი­თხვებს პა­სუ­ხობს. გთავაზობთ ფრაგმენტებს სასამართლო პროცესიდან:


"ჩვენ 2011 წელს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ ქორ­წი­ნე­ბა, ჩემ­თვის ამა­ზე სა­უ­ბა­რი ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ ვეც­დე­ბი ყვე­ლა ფაქ­ტი აღვწე­რო. გა­ვი­ა­რეთ რთუ­ლი პე­რი­ო­დი და რვაწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ერთ დღე­ში მო­ყო­ლა რთუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მა­ნამ­დე თურ­მე სა­ერ­თოდ სხვა ადა­მი­ანს ვხვდე­ბო­დი და და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლო­ზი ახ­ლი­დან გა­ვი­ცა­ნი. რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ქორ­წი­ლის დღეს ქალი ბედ­ნი­ე­რი უნდა იყო, მე ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან უბე­დუ­რი. ქორ­წი­ლის სა­ღა­მოს ნი­კო­ლო­ზის დედა რა­ღა­ცა­ზე გაბ­რაზ­და, და­ე­ლა­პა­რა­კა ნი­კო­ლოზს. ნი­კო­ლო­ზი დაჯ­და ჩემს მა­გი­დას­თან და მა­გი­დის ქვე­ში­დან ხელ­ზე მიჩ­ქმი­ტა. მეტ­კი­ნა ძა­ლი­ან, ვკი­თხე რა ხდე­ბო­და და არ მი­პა­სუ­ხა. ამის შემ­დეგ, მახ­სოვს დე­და­მი­სი ადგა და ჩვე­ნი ქორ­წი­ლი და­ტო­ვა. ეს იმ მო­მენ­ტში ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბად არ აღ­მიქ­ვამს, მაგ­რამ ეს იყო ჩემ­თვის ხე­ლით პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა და ემო­ცი­უ­რად რთუ­ლი. მა­ნამ­დე ასე არ იყო. არ ვიცი, მა­ნამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა არ გვქო­ნია, ერთი ან ორი სა­ა­თით თუ პარკში გა­ვი­სე­ირ­ნებ­დით.


ნი­კას დედა მო­ი­გო­ნებ­და რამე ის­ტო­რი­ას და ამ სა­უბ­რის შემ­დეგ ნიკა ჩემ­ზე ძა­ლა­დობ­და. ღამე მშვი­დად არ მე­ძი­ნა. სუ­ლი­ე­რად სულ ტან­ჯვა­ში ვი­ყა­ვი. ეს არამ­ხო­ლოდ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა, სულ ხდე­ბო­და ასე­თი ფაქ­ტი, ანუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა სულ იყო.



რო­დე­საც ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლე­ბის სა­ხელს მე­ძახ­და - ვირ­თხას, გველს, რწყილს. ამ სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­და ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს.


2015 წელს ბავ­შვი შეგ­ვე­ძი­ნა, მახ­სოვს, რომ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ძი­რი­თად დროს მარ­ტო ვა­ტა­რებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­მრთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ნი­კო­ლო­ზი თვლი­და, რომ სახ­ლში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მე მას ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. მშო­ბი­ა­რო­ბის დღეს მარ­ტო ვი­ყა­ვი, მე­ო­რე დღეს ჩა­მო­ვი­და ნი­კო­ლო­ზი"


მი­თხრა, უდღე­უ­რი და­ი­ბა­და ჩემი შვი­ლიო და მრცხვე­ნია, რომ ასე­თი და­ი­ბა­დაო. მთხოვ­და, რომ მეთ­ქვა, ბავ­შვი თით­ქოს 4 კგ და­ი­ბა­და. მე ვკი­თხე, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, 2 კგ და­ი­ბა­და თუ 4 კგ-მეთ­ქი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, შენ ხარ უჯი­შო და ისიც გე­ყო­ფა, რომ უდღე­უ­რი და­ი­ბა­და ბავ­შვიო.


მახ­სოვს მი­თხრა, რომ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად არ აწყობ­და ჩვე­ნი და­შო­რე­ბა. ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ ვინ­მე ფო­ტოს "და­მი­ლა­ი­ქებ­და", მი­რე­კავ­და. მა­კონ­ტრო­ლებ­და, მირ­ჩევ­და მე­გობ­რებს, თუ რა ფო­ტო­ე­ბი და­მე­დო და ა.შ. თვლი­და, რომ არ უნდა მე­მუ­შა­ვა და სწავ­ლა არ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ჩემი აზ­რით, ვერ იტან­და, როცა მე ვი­ყა­ვი კარ­გად და ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს ამი­ტომ აკე­თებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, მე და­მე­მორ­ჩი­ლე, მე ვარ მა­მა­კა­ცი და უნდა და­მე­მორ­ჩი­ლოო. ქორ­წი­ნე­ბი­დან 5-6 თვე­ში და­ი­წყო ჩემი დამ­ცი­რე­ბა, რა­საც ნელ-ნელა მოჰ­ყვე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა. ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, რომ ამას ვყვე­ბი.


შეგახსენებთ, 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს.სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით.


სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

0
141
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0