x
მეტი
  • 03.10.2022
  • სტატია:122716
  • ვიდეო:355138
  • სურათი:495001
”ბიჭმა ეს რომ გაიგო დედაზე“…– რის გამო მოკლა 17 წლის ბიჭმა საკუთარი დედა? - ახალი დეტალები
image


ლილოს დასახლებაში, 13 აგვისტოს, 34 წლის ჟანა ხალილოვა ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული მისმა 17 წლის შვილმა ჩაიდინა.


მომხდართან დაკავშირებით „კურიერმა“ ახალი დეტალები გაარკვია.


კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ მის 34 წლის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მისივე მეგობარ ბიჭთან. სწორედ ამის გასარკვევად არასრულწლოვანი მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა. შვილი ცდილობდა დედას მის მეგობართან ურთიერთობაზე მის მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვებზე ეპასუხა. რის შემდეგაც ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მათ შორის, ყელის არეში. შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.



ქალი დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მეზობლებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს.


ორივე არასრულწლოვანმა ადგილი მალევე დატოვა – შვილი გარდაბანში ბებია-ბაბუასთან სოფელში ჩავიდა და მომხდარის შესახებ უამბო. მოგვიანებით ის პოლიციას თავად ჩაბარდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, "-ნათვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

0
695
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
695
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0