სხვა საქართველო და მსოფლიო – ჩვენთან როგორი წყობაა? 2022, 15 აგვისტო, 8:07 მსოფლიო ეკონომიკა, ორი ძროხის მაგალითზე — ალბათ, საუკეთესოდ ხსნის ეკონომიკურ პროცესების, რადგან ის ერთნაირად გასაგებია როგორც ზრდასრულისთვის, ისე პატარა ბავშვისთვის. ფრაზა, ორი ძროხის შესახებ, ამერიკულ სკოლაში დაიბადა, სადაც ეკონომიკის კურსის შესწავლა დაიწყეს. იქ ეკონომიკის საფუძვლები ფერმერის მაგალითზე იყო წარმოდგენილი, რომელიც საკუთარი ძროხებით მანიპულირებდა — აწარმოებდა რძის პროდუქტებს და ყიდდა. თუმცა, იყო სხვა ვარიანტებიც... მაშ ასე, თქვენ გყავთ ორი ძროხა... ფეოდალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. თქვენი ბატონი რძის ნაწილს გართმევთ. სოციალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ერთს მეზობელს აძლევთ. კაპიტალიზმი ქვეყნების მიხედვით კლასიკური კაპიტალიზმი, ბრიტანულ-ამერიკულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ერთს ყიდით და ხარს ყიდულობთ. თქვენი ნახირი მრავლდება, ხოლო ეკონომიკა იზრდება. ყიდით ნახირს ან მემკვიდრეს აბარებთ და პენსიაზე გადიხართ. კაპიტალიზმი ფრანგულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. მონაწილეობას იღებთ გაფიცვაში, ორგანიზებას უკეთებთ არეულობას და ახდენთ გზების ბლოკირებას, რადგან 3 ძროხა გინდათ რომ გყავდეთ. კაპიტალიზმი იტალიურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. მაგრამ, არ იცით სად არიან ისინი. კაპიტალიზმი ესპანურად: თქვენ გყავდათ 2 ხარი. მაგრამ, კორიდა მოაწყვეთ და ორივე დაკარგეთ. კაპიტალიზმი შვეიცარიულად: თქვენ გყავთ 5 000 ძროხა. მაგრამ, არცერთი არ გეკუთვნით. თქვენ მათ წველით და პატრონს ძროხების შენახვის ფულს ართმევთ. კაპიტალიზმი ინდურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა და მათზე ლოცულობთ. კაპიტალიზმი პაკისტანურად: თქვენ არასდროს გყოლიათ ძროხა. მაგრამ, ყველა ინდური ძროხა საკუთარი გგონიათ. კაპიტალიზმი იაპონურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. თქვენ აკეთებთ რედიზაინს და ძროხებს 10-ჯერ ამცირებთ. ამის შემდეგ, ისინი 20–ჯერ მეტ რძეს იძლევიან. ქმნით მულტიპლიკაციურ ლოგოს წარწერით «ძროხაკემონი» (პოკემონი–დან) და ყიდეთ მთელ მსოფლიოში. კაპიტალიზმი რუსულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. გადათვლას იწყებთ და იგებთ, რომ 3 ძროხა გყავთ. ხელახალი დათვლისას, ძროხების რიცხვი 4 –მდე იზრდება. კიდევ ერთხელ გადათვლისას კი, აღმოჩნდება, რომ ისევ 2 ძროხა გყავთ... და ხვდებით, რომ დათრობის დრო მოვიდა. და ამ ფონზე, ჩვენთან რა ხდება? კაპიტალიზმი ქართულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა... (დაასრულეთ) არხის სხვა სიახლეები: * საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ* ვინ იყვნენ მესოპოტამიელი ოლიგარქები და რა გავლენა ჰქონდათ მათ ხელისუფლებაზე* ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება* პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით* რატომ ეგონა წიწილებთან გაზრდილ მართვეს თავი ქათამი? ფრინველთა მეფის სიცოცხლის დაუვიწყარი ისტორია* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება* ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...253 4-ს მოსწონს |
აი,თქვენ ბრძანდებით მასწავლებელი,რეპეტიტორიც იქნებით და უფრო კარგად გაიგებთ.თუ ადამიანების განწყობას გადახედავთ ამ მხრივ,ისინი ებრძვიან ამ რეპეტიტორთა ჯგუფებს და მათ ადანაშაულებენ ცუდ განათლების სიტემის ქონაში. ხშირად მსმენია,შეგნებულად არ ასწავლიან ბავშვებს,რათა ფული იშოვონო,რაც სრული იდოტიზმი მგონია. იმის მაგივრად რო სკოლების განკერძოებას ითხოვდეს ერი და სწავლის ხარისხის ამაღლების ასე მიღწევას,რეპეტიტორებს აკრიტიკებს. რა არის რეპეტეიტორობა,არიან კონკრეტული რაღაცის სპეციალისტები და გარკვეული ფულის სანაცვლოს ემსახურებიან ადამიანებს. მიდის ერთი ადამიანი(მოსწავლე) მეორე ადამიანთან(რეპეტიტორთან) და თანხმდებიან რაღაცაზე,ვისი რა საქმეა რაზე ან რას იხდიან,როცა ორი დამოუკიდებელი პირის გადაწყვეტილებაა. ადრე შემხვდა,დაბეგვრას ითხოვდა ვიღაც და სასაცილო რაღაც არის,თუ ხედავ რანაირდ მდიდრდებიან ან გპარავენ არსებულ გადასახადებს,რატო უნდა მოგინდეს რო ამ კეთილსინდისიერ ხალხს წაგლიჯო თანხა? შენ ასწავლე თუ შენ ამზადებ მოსწავლეებს?