x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საქართველო და მსოფლიო – ჩვენთან როგორი წყობაა?

მსოფლიო ეკონომიკა, ორი ძროხის მაგალითზე — ალბათ, საუკეთესოდ ხსნის ეკონომიკურ პროცესების, რადგან ის ერთნაირად გასაგებია როგორც ზრდასრულისთვის, ისე პატარა ბავშვისთვის.

ფრაზა, ორი ძროხის შესახებ, ამერიკულ სკოლაში დაიბადა, სადაც ეკონომიკის კურსის შესწავლა დაიწყეს. იქ ეკონომიკის საფუძვლები ფერმერის მაგალითზე იყო წარმოდგენილი, რომელიც საკუთარი ძროხებით მანიპულირებდა — აწარმოებდა რძის პროდუქტებს და ყიდდა. თუმცა, იყო სხვა ვარიანტებიც...


image


მაშ ასე, თქვენ გყავთ ორი ძროხა...


ფეოდალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. თქვენი ბატონი რძის ნაწილს გართმევთ.

სოციალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ერთს მეზობელს აძლევთ.
კომუნიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. სახელმწიფო ორივეს გართმევთ და სანაცვლოდ, რძეს გაძლევთ.
ტოტალიტარიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. სახელმწიფო ორივეს გართმევთ, ხოლო თქვენ ჯარში გაწვევის შეტყობინებას იღებთ.
დიქტატურა: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ხელისუფლება ორივეს გართმევთ, ხოლო თქვენ ციხეში ხვდებით.


კაპიტალიზმი ქვეყნების მიხედვით


კლასიკური კაპიტალიზმი, ბრიტანულ-ამერიკულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ერთს ყიდით და ხარს ყიდულობთ. თქვენი ნახირი მრავლდება, ხოლო ეკონომიკა იზრდება. ყიდით ნახირს ან მემკვიდრეს აბარებთ და პენსიაზე გადიხართ.

კაპიტალიზმი ფრანგულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. მონაწილეობას იღებთ გაფიცვაში, ორგანიზებას უკეთებთ არეულობას და ახდენთ გზების ბლოკირებას, რადგან 3 ძროხა გინდათ რომ გყავდეთ.

კაპიტალიზმი იტალიურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. მაგრამ, არ იცით სად არიან ისინი.

კაპიტალიზმი ესპანურად: თქვენ გყავდათ 2 ხარი. მაგრამ, კორიდა მოაწყვეთ და ორივე დაკარგეთ.

კაპიტალიზმი შვეიცარიულად: თქვენ გყავთ 5 000 ძროხა. მაგრამ, არცერთი არ გეკუთვნით. თქვენ მათ წველით და პატრონს ძროხების შენახვის ფულს ართმევთ.

კაპიტალიზმი ინდურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა და მათზე ლოცულობთ.

კაპიტალიზმი პაკისტანურად: თქვენ არასდროს გყოლიათ ძროხა. მაგრამ, ყველა ინდური ძროხა საკუთარი გგონიათ.

კაპიტალიზმი იაპონურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. თქვენ აკეთებთ რედიზაინს და ძროხებს 10-ჯერ ამცირებთ. ამის შემდეგ, ისინი 20–ჯერ მეტ რძეს იძლევიან. ქმნით მულტიპლიკაციურ ლოგოს წარწერით «ძროხაკემონი» (პოკემონი–დან) და ყიდეთ მთელ მსოფლიოში.

კაპიტალიზმი რუსულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. გადათვლას იწყებთ და იგებთ, რომ 3 ძროხა გყავთ. ხელახალი დათვლისას, ძროხების რიცხვი 4 –მდე იზრდება. კიდევ ერთხელ გადათვლისას კი, აღმოჩნდება, რომ ისევ 2 ძროხა გყავთ... და ხვდებით, რომ დათრობის დრო მოვიდა.


და ამ ფონზე, ჩვენთან რა ხდება?


კაპიტალიზმი ქართულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა... (დაასრულეთ)



image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* ვინ იყვნენ მესოპოტამიელი ოლიგარქები და რა გავლენა ჰქონდათ მათ ხელისუფლებაზე

* ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება

* პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით

* რატომ ეგონა წიწილებთან გაზრდილ მართვეს თავი ქათამი? ფრინველთა მეფის სიცოცხლის დაუვიწყარი ისტორია

* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება

* ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...



7
253
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
253
  
2022, 15 აგვისტო, 16:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 აგვისტო, 14:30
ქართველს ყავს ორი ძროხა სასწრაფოდ გაყიდის და ფულს კაზინოში წააგებს.
2022, 15 აგვისტო, 11:16
ისტორიის მასწავლებელი მყავდა,ძალიან მაგარი სპეციალისტი და პიროვნება.მახსოვს,უფულოთ გვასწავლიდა და ერთ წამითაც არ დაზარებია,თუ ბავშვი ვერ იგებდა გაკვეთილზე,სახლში იბარებდა და სრულიად უფასოდ უხსნიდა რაღაცეებს. ფული რომც მოეთხოვა არავის ქონდა და არც არავინ აძლევდა შესაბამისად. როცა ცოტა ცივილიზაცია შემოვიდა და ხელფასს იღებდა,იგივე ნაირად მუშაობდა. არასოდეს მოუმზადებია მოსწავლე ფულის გამო,რადგან ისე გვასწავლიდა რო არავის გვჭირდებოდა. კაი დედმამის შვილი იყავი,თუ კონკრეტუ ქვეყანას რუკაზე არ მოუძებნიდი,კონკრეტულ ქალაქს და არ გქონდა გააზრებული მასალა,დაგტოვებდა და მთელი დღე გამუშავებდა დამატებით. ახლა,ამ კაცს რო გაჭირვებოდა და ფული აიეღო მოსწავლისგან(სხვა სკოლის)რეპეტიტორობისთვის,რანაირად უნდა თქვა ცუდი? 15 წელი გავიდა,რაც სკოლა დავამთავრე და დღესაც კი მახსოვს მისი ხმა,როგორ გვიხსნიდა საკითხებს. ასეთ მსაწავლებელს,რატომ უნდა ქონოდა 300 ლარი ხელფასი და ნუგზარ ერგემლიძეს 4000 ლარი. ეს ხო მომღერალია და ლეიბორისტების სიით გავიდა პარლამენტში,სადაც არაფერი გაუკეთებია,ღილაპზე თითის დაჭერაც ეზარებოდა.მისთვის მენანება ჩემი გადახდილი გადასახადი,თუნდაც 1 ლარი,ხოლო ჩემი ისტორიის მასწავლებლისთვის არ დამნენანება 100000 ლარი,რადგან ეკუთვნის,პროფესიონალია და პასუხისმგებლობის მქონე.
2022, 15 აგვისტო, 11:02
ასეთი გამოთქმა არსებობს,ქალი ან არის ორსულად ან არა,ნახევრად ორსული არ არსებობს ბუნებაში. ერთი ხელით კაპიტალისტობდე და მეორეთი სოციალისტობდე ცოტა უცნაურია. ამიტომაც ვართ ამ დღეში და ვერ გაგვიგია,რა ხდება და რატო ხდება.

აი,თქვენ ბრძანდებით მასწავლებელი,რეპეტიტორიც იქნებით და უფრო კარგად გაიგებთ.თუ ადამიანების განწყობას გადახედავთ ამ მხრივ,ისინი ებრძვიან ამ რეპეტიტორთა ჯგუფებს და მათ ადანაშაულებენ ცუდ განათლების სიტემის ქონაში. ხშირად მსმენია,შეგნებულად არ ასწავლიან ბავშვებს,რათა ფული იშოვონო,რაც სრული იდოტიზმი მგონია. იმის მაგივრად რო სკოლების განკერძოებას ითხოვდეს ერი და სწავლის ხარისხის ამაღლების ასე მიღწევას,რეპეტიტორებს აკრიტიკებს. რა არის რეპეტეიტორობა,არიან კონკრეტული რაღაცის სპეციალისტები და გარკვეული ფულის სანაცვლოს ემსახურებიან ადამიანებს. მიდის ერთი ადამიანი(მოსწავლე) მეორე ადამიანთან(რეპეტიტორთან) და თანხმდებიან რაღაცაზე,ვისი რა საქმეა რაზე ან რას იხდიან,როცა ორი დამოუკიდებელი პირის გადაწყვეტილებაა. ადრე შემხვდა,დაბეგვრას ითხოვდა ვიღაც და სასაცილო რაღაც არის,თუ ხედავ რანაირდ მდიდრდებიან ან გპარავენ არსებულ გადასახადებს,რატო უნდა მოგინდეს რო ამ კეთილსინდისიერ ხალხს წაგლიჯო თანხა? შენ ასწავლე თუ შენ ამზადებ მოსწავლეებს?
2022, 15 აგვისტო, 10:48
მერე მოვიდა კაპიტალისტი სოციალ-დემოკრატიული გუნდით და რომ არა ბიძინის გავლენა მართველ გუნდზე,ბიზნესს უფრო ცუდი სიტუაცია ექნბოდა და ხალხს უფრო მაღალი გადასახადები. ალბათ,ბიძინის სურდა ლიბერტრაიანული დემოკრატია,მაგრამ კაცი ვერ ნახა მაგ იდოლოგიის და კი გვაქვს სოციალური დემოკრატია კაპიტალიზმის ელემენტებით.
2022, 15 აგვისტო, 10:44
საერთოდაც,კაპიტალიზმი არ გვაქვს ქვეყანაში და არც არასოდეს გვქონია. ქართული საზოგადოება ვერ ეგუება კაპიტალისტებს და მათ ჩაქუჩით დასდევს ან მთავრობას სთხოვს მათ შევიწროებას. რახან მარტივ მაგალითებზე ვსაუბრობთ,მაშინ მსგავს მაგალითზე განვიხილოთ: ბიძინა იმიტომ კი არ სძულს ერს რო პარტიის ლიდერია და მათ დამშევაში არის დამნაშავე,ბიზნესები აქვს და დიდ ფულს შოულობს. მიშა გაცხადებული ბიზნესმენი არ ყოფილა და არც დიდი ფულის აფიშირებას ახდენს,ხოდა უყვარს ერსს. ნახევარი საქართველო ციხეში გაუშვა,ხალხს ბიზნესები წაართვა და გადასახადების გადამხდეთა ფულით გამდიდრდა,მარა კაპიტალისტი არ არის და უყვარს ხალხს. ბიძინი პირიქით არის,თავისი საქმე აქვს და მილიარდები იშოვა სხვა ქვეყანაში,ნაშოვნი ფულის ნაწილს ახარჯებდა ჯარს,პოლიციას,სამღვდელოებას,ხელოვან ადამიანებს,არემონტებდა სკვერებს და გაგვიხსნა დენდრო პარკი,უნივერსიტეტს ვაშენებო,ხოლო მისმა ბიჭმა მსოფლიო ეკოლოგიის პრობლემაზე ფული გადარიცხა,მაგრამ ერს მაინც სძულს. ამ ქვეყანაში კაპიტალისტი არ იყო და შესაბამისად,ლიბერტარიანული დემოკრატიის მომხრე,თუ გნებავთ სტალინი იყავი ან ჰიტლერი,ერს მაინც ეყვარები. ილია ჭავჭავაძესაც კი ვერ იტანდნენ მისი თანამედროვენი,გაქსუებულ თავადს და კაპიტალისტს ეძახდნენ,ეხლაც არიან იგივე აზრზე ზოგიერთები. კი ბატონო,წმინდანად აღიარა ეკლესიამ,მაგრამ სწორედ იმიტომ რო გადაეფარა კაპიტალისტობა,სად გინახიათ წმინდანად შერაცხული კაპიტალისტი? თავისი იდეოლოგიით,საქმიანობით კაპიტალისტი იყო და კაპიტალიზმის მომხრე(კლასიკური ლიბერალიზმის) მომხრე იყო ილია,რანაირად აღიარეს წმინდანად კაცი:) საადგილმამულო ბანკი გახსნა,გასცემდა კრედიტებს,ითხოვდა ბიზნესის ხელშეწყობას და მარწუხების მოხსნას,არც მიწის მფლობელის ეროვნებას დაეძებდა და არც პოპულისტური განცხადებებით გამოირჩეოდა,ხოდა მაგიტომაც მოკლეს სოციალისტებმა. წინდანი კაცი მოუკლეს ერს,ხოლო სოციალიზმე ვლოცულობდით და ვლოცულობთ,ავირჩიეთ სოციალ-დემოკრატია და მათ ვანდეთ მთელი ქვეყანა,მერე კომუნიზმი ჩვენვე შევიტენეთ და შემდეგ კი,ნაციონალისტური ხელისუფლება ავირჩიეთ დიდი უმრავლესობით,მთლად ნაცისტობა არ მოგვეწონა და დავაბრუნეთ ნაკომუნისტარი კაცი,მერე ულტრამემარჯვენე რადიკალების ბანდა მოვიდა თუ ავირჩიეთ,მე
2022, 15 აგვისტო, 10:22
კაპიტალიზმი ქართულად: სინამდვილეში არ გყავთ 2 ძროხა,მარა მაინც გყავთ 2 ძროხა,რომელიც ახლობლის ხელშეწყობით ტენდერში "გამარჯვების" შემდეგ გერგო.გინდა რო გაამრავლო და ხარზეც აკითხავ ახლობელს,რადგან მის გარეშე ხარის ცნობა არ იცი. ზრდი საქმიანობას,მაგრამ ერთ დღესაც მოდის სხვა ტიპი,ვინც ცხოვრებაში არ გინახავს და გეუბნებათ,ძროხები მისია და ახლობლის დახმარებით მიყავს,შენ კი რჩები ნულზე. ურეკავ ახლობელს,მაგრამ ვერ გეხმარება,რადგან ციხეში ზის.აპროტესტებ მის დაჭერას,მამამარჩენალი წაგართვეს და თქვენც ხვდებით ციხეში.
0 1 7