საზოგადოება "ეს არის სამწუხაროდ ქართული რეალობა!” - რას წერს გიორგი ფხაკაძე 2022, 12 აგვისტო, 16:42 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩველებისამებრ არა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით ავრცელებს პოსტს, არამედ ამჯერად, ქვეყანაში არსებულ სამწუხარო რეალობის შესახებ წერს:"ეს არის, სამწუხაროდ, ქართული რეალობა!ამ ჩამონათვალის ავტორი არ ვარ, მაგრამ…. თუმცა რამდენიმე პუნქტს არ ვეთანხმები ან ოდნავ შევცლიდი. ვინაიდან მე არ ვარ ავტორი, დავტოვე ისე, როგორც არის ….დანარჩენი თავად დაუმატეთ….#drpkhakadze1. ვალით გადახდილი ქორწილი;2. ქუჩაში გამოტანილი რწმენა;3. სარფიანი ნათლია;4. ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;5. ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;6. ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;7. სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ- ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;8. დიპლომისათვის სწავლა;9. მიმტანისადმი დამოკიდებულება;10. სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;11. მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.12. კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;13. ფულით ნაყიდი მოძღვრები;14. ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;15. დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა;16. სოციალური ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები: „ულამაზესი ხარ"; "როგორ მიყვარხარ";17. დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;18. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის “გულაობა";19. დაობებული ბიბლიოთეკა;20. უწიგნურობა, უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა."- ვკითხულობთ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მიერ გავრცელებულ სტატუსში.366 1-ს მოსწონს |