მსოფლიო ფაშიზმის 14 ძირითადი ნიშანი ამა თუ იმ ქვეყანაში 2022, 11 აგვისტო, 14:37 უმბერტო ეკომ დაწერა ესე „მარადიული ფაშიზმი“ და გამოყო თოთხმეტი ნიშანი, რომელიც ფაშისტური იდეოლოგიის ამოცნობას აადვილებს. მიუხედავად რიტორიკის განსხვავებებისა, ყველა ეს ნიშანი, ასე თუ ისე, იყო იტალიაში მუსოლინის დროს, ესპანეთში ფრანკოს დროს, ნაცისტურ გერმანიაში ჰიტლერის დროს, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაშიც და ახლაც ეს ნიშნებია რუსეთში. თუ გაინტერესებთ, თითოეული ნიშანი რამდენად იკვეთება დღეს ამა თუ იმ ქვეყანაში
1. ტრადიციების კულტი. ფაშიზმის დროს მოდაში შემოდის დროთაგან მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციული ღირებულებები.
სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ არის გამოცხადებული, ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ცრურწმენები, ოკულტიზმისკენ და მისტიკისკენ მიდრეკილება.
2. მოდერნიზმის უარყოფა და მიუღებლობა.
ფაშისტების ლიდერებს უყვარდათ ტექნიკა, მაგრამ უყვარდათ თვითონ ტექნიკა და არა მის უკან მდგარი განმანათლებლობის იდეა, რომელზეც დგას პროგრესი. განსხვავებული მოსაზრება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა, კრიტიკული აზროვნება - ეს ყველაფერი ბოროტებაა ისევე, როგორც ზოგადად რაციონალიზმი, რადგან ის ეჭვქვეშ აყენებს დოგმებს.
3. მოქმედებისთვის მოქმედების კულტი.
განათლებული ადამიანების მიმართ ზიზღიანი დამოკიდებულება საბჭოთა გამოთქმაში იყო კარგად აღბეჭდილი: вшивый интеллигент. აზროვნება და ფიქრი არავაჟკაცურია, ხოლო ინტელექტუალური სამყარო ფაშიზმისთვის არის მტერი, ინტელექტუალები კი - საზიზღარი მარგინალები.
4. დაუთანხმებლობა ესაა ღალატი.
გაკრიტიკება არ შეიძლება, აკრძალულია. ნებისმიერი, ვინც არ ეთანხმება ძალაუფლების მქონე ლიდერებს, მოღალატეა ან უცხოელი აგენტი,
5. რასიზმი.
ფაშიზმი ეძებს საყრდენს ადამიანთა თანდაყოლილ შიშზე. ის აერთიანებს მიმდევრებს შიშით არამსგავსებისა და განსხვავებულების მიმართ.
6. განვლილი და განცდილი დამცირება.
ფაშიზმი ეყრდნობა კლასებს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ეკონომიკური ან პოლიტიკური კრიზისით, ხალხი, რომელმაც გამოსცადა დამცირება, განხიბლვა და ოცნებობს წარსული დიდების დაბრუნებაზე, საუკეთესო ნიადაგია ფაშიზმის აღმოსაცენებლად.
7. შეთქმულების იდეა: სოციალურად წელში გაწყვეტილებს უნერგავენ, რომ მათი სიღარიბისა და მთელი რიგი უბედურებების მიზეზი მტრული შეთქმულებაა. „ჩვენი ქვეყნა მტრების გარემოცვაშია, ჩვენი შურთ, ჩვენი ეშინიათ, ჩვენი დაპყრობა სურთ“. კარგად მიდის ეს პუნქტი ქვეყნის შიდა მტრების არსებობაზეც, უცხოეთის აგენტებზე.
8. უსამართლობის იდეა:
მტრები ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ და ეს მათი დემონსტრაციული სიმდიდრე და კეთილდღეობა მათ დაუმსახურებლად მოიპოვეს. ჩვენ მართალია, მათზე ბევრად ღარიბები ვართ, მაგრამ ჩვენს უკან სიმართლეა.
9. ცხოვრება ბრძოლისთვის: ფაშიზმისთვის სიცოცხლე არ არის ღირებულება. იგი მნიშვნელოვანია მხოლოდ როგორც ბრძოლის რესურსი. წინ გადამწყვეტი ბრძოლაა. მტერი განადგურდება და მის ნანგრევებზე აღმოცენდება ოქროს საუკუნე.
10. ელიტარიზმი. რიგითი მოქალაქეები წარმოდგენილნი არიან როგორც მსოფლიოში ყველაზე ყველაზე მაგარი ხალხი, საკუთარი ქვეყნით მოჭარბებული სიამაყე ფაშიზმის ნიშანია, ხოლო ბელადი გარშემორტყმულია ახალი ელიტით. ზეიმობს ფიზიკური ძალის კულტი, რომელშიც ძალოსნები ხდებიან დიდგვაროვანებივით და იქცევიან როგორც ძლიერნი ამა ქყეყნისანნი, ამიტომ ყოველი ცალკეული მინილიდერი ავიწროებს და საკუთარ ძალაუფლებრივ ბერკეტებს უსვამს ხაზს მათთან, ვინც იერარქიულად შედარებით დაბალ საფეხურზე არიან, თვითონ კი ქედს იხრის და ელაქუცება მასზე მაღლა მდგომებს. მოქმედებენ პრინციპით, ვისაც მეტი ძალა აქვს, ისაა მართალიც.
11. გმირების კულტი. გმირული სიკვდილი წარმოდგენილია, როგორც სასურველი ნორმა, ხოლო დაღუპულთა გმირობები სანიმუშო და მისაბაძი ხდება.
12. ვაჟკაცობის კულტი. ნებისმიერი არასაკმარისად მამაკაცური ადამიანები, უმცირესობები შევიწროებულნი არიან შეურაცხყოფებითა და დაუნდობელი დევნით. ქალი იკავებს მკაფიოდ დაქვემდებარებულ პოზიციას ოჯახსა და საზოგადოებაში.
13. ერთიანობის იდეა. ფაშიზმის იდეოლოგიაში უმცირესობა ემორჩილება უმრავლესობას. პიროვნებას, როგორც ასეთი, საკუთარი უფლებები არ გააჩნია, უფლებები და ნებელობა აქვს ხალხს, ხოლო ამ ნებას გამოხატავს მმართველი პარტიის ლიდერი ან ბელადი, თუმცა რამდენად გამოხატავს, ეს კიდევ საკითხავია.
14. ახალი ლექსიკა. ფაშიზმი ყოველთვის საუბრობს საკუთარ ენაზე, როგორც წესი გამარტივებულზე და გაერთიანებულზე, რომელიც არ იძლევა საკმარის ინსტრუმენტს. ლექსიკაში მკვიდრდებიან ახალი სიტყვები, რომელიც ძირითადი სიტყვების შემოკლებით იქმნება.
ვერ იტყვი, რომ უმბერტო ეკო ცილს სწამებს რუსეთს. თავისი ესე მან დაწერა 1997 წელს, მაშინ, როცა პუტინი არათუ პრეზიდენტი არ იყო, არამედ არც фсб-ს ხელმძღვანელი.
ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი დიდიხანია ისტორიის სანაგვეზე მოვისროლეთ, მაგრამ პუტინი და მისი ფანები ერთი ერთში მიდიან მუსოლინის კვალდაკვალ,
ომი მეზობლებთან, საომარი თამაშები ბავშვების მონაწილეობით, უკვდავი პოლკები და პომპეზური აღლუმები საერთო სიღარიბისა და მათხოვრობის ფონზე, სასამართლო პროცესები მეცნიერთა, კულტურის მუშაკთა, ოპოზიციური პატიების ლიდერთა მიმართ. ლოზუნგი „ რუსეთი მტრების გარემოცვაშია“, ნადირობა ნაციონალ გამყიდველებზე - ესაა პუტინური ახალი ლექსიკა.
ერთი რამ გვახარებს : მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს არცერთი წარმატებული ფაშისტური რეჟიმი, ისინი ყველანი ერთნაირად ამთავრებენ და პუტინური რეჟიმიც არ იქნება გამონაკლისი. 117 2-ს მოსწონს |
https://www.youtube.com/watch?v=KtTOXJkmegk
ფაშიზმი ნამდვილად არ სჭირს რუსეთს და ისევ იმ სიტუაციასთან მივდივართ,სადაც ადამიანებს ტვინს ურეცხავენ.ზოგადად,მსოფლიოს სჭირს ფაშიზმი და ყველა სახელმწიფო მიმართავს საჭიროების შემთხვევაში. აგერ ბალტიის ქვეყნები მოქალაქეობას ართმევენ ადამიანს,თუ ის ემხრობა რუსეთს. ეს ფაშიზმი არ არის? ადამიანი საკუთარი აზრის ქონის გამო ისჯება და ეს ფაშიზმია,აზრების ფორმირება ხდება და მისი მიახლოება მხდება "ძლიერთა ამა ქვეყნისა" აზრებთან.აგერ ავიღოთ კიდევ კოვიდ პანდემია და ადამიანების დაყოფა პასპორტიანებად და არაპასპორტიანებად,ადამიანების შეზღუდვა ხდება მათი არჩევანის გამო და ამას ამართლებენ კაცობრიობაზე ან კონკრეტული სახელმწიფოში ადამიანების ზრუნვით.
რავი ქართველი ახალგაზრდები თითქოს ნასწავლები ხართ, მარაა ამ ნასწავლს მთლად დანიშნულებისამებრ ვერ იყენებთ. აქ რაც წერია უფრო სააკაშვილის საქართველოს გავს. თან ეტყობა ჭურში ზიხართ მსოფლიოში
აზრი რუსეთის მიმართ რადიკალურად იცვლება, ეს ნახე https://www.youtube.com/watch?v=hCBXSOHPZiQ&t=1s
"ვაბშეტო" ომი უკრაინამ დაიწყო 2014 ში შემდეგ ერვროპელ ლიდერების ჩარევით მოხდა მინსკის შეთანხმაბა,
უკრაინას დონბასში და ლუგანსკში უნდა შეეწყვიტა საომარი მოქმედებები არ შეწყვიტა ამიტომაც დაისაჯა, მოდი ეხლა დავანებოთ რუსეთს თავი და ჩვენს ბოსტანში შემოვიხედოთ. ყველა ქვეყანას აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, თურქეთს ამ გეგმის მიხედვით 2050 წლისთვის საქართველო თავის საზღვრებში აქვს მონიშნული. ქართველების ასეთი აზროვნებით თურქები აუცილებლად შეასრულებენ თავის გეგმას.