ფოტოგრაფია პატრონთან ერთად წინა ხაზზე – კატები ომში (25 ფოტო) 2022, 16 აგვისტო, 13:17 უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ჩვენი საყვარელი ფუმფულა ცხოველები საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. მღრღნელებზე ნადირობის გარდა, კატებს ომში ცოცხალ ფარებად, შენელებული მექანიზმის ნაღმებად, დაბომბვის წინასწარმეტყველებად, ჰაერის ექსპერტებად და გამყოლებადაც კი იყენებდნენ და ხშირ შემთხვევაში, ომში «მონაწილე» ცხოველები, ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ. კატების ომში მონაწილეობის პირველი შემთხვევა, 2, 5 ათასი წლის წინ არის დაფიქსირებული, სპარსულ-ეგვიპტური დაპირისპირების დროს. ძველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ კატებს და მათ წმინდა ცხოველებად მიიჩნევდნენ. კატისთვის რამე ზიანის მიყენება, უმკაცრესად ისჯებოდა, ხოლო ადამიანს, რომელიც წმინდა ცხოველს მოკლავდა – სიკვდილით სჯიდნენ. გაიგეს რა, ეს ინფორმაცია ეგვიპტელების შესახებ, ეშმაკმა საპარსებმა მისი გამოყენება თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. საპარსმა ჯარისკაცებმა კატები ცოცხალ ფარებად წინ აიფარეს. ცრუმორწმუნე ეგვიპტელებს არ შეეძლოთ მოწინააღმდეგესთან შებრძოლება, რადგან ეშინოდათ, შემთხვევით, კატისთვის არ მიეყენებინათ ზიანი. ამიტომ, ეგვიპტელები ბრძოლაში დამარცხდნენ. სპარსელებმა ძვ. წ. აღრ. 525 წელს ეგვიპტე მთლიანად დაიპყრეს და მათი ბატონობა ქვეყანაში საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს XVI საუკუნის ჩანაწერი, რომელშიც კატების იარაღად გამოყენების კიდევ ერთი შემთხვევა იყო აღწერილი. ინსტრუქციის მიხედვით, მეომრებს მტრის ტერიტორიიდან რამდენიმე კატა უნდა მოეპარათ და ისინი «ბომბებად» ექციათ. კატას შენელებული წვის პატრუქს ამაგრებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. რა თქმა უნდა, შეშინებული ცხოველი სახლში გარბოდა. ამგვარი დივერსიების შედეგად, ნადგურდებოდა ქალაქები და სოფლები. მსგავსი შემთხვევები, უფრო ადრეულ სკანდინავიურ ტექსტებში, ჩინგიზ-ყაენის ისტორიაში და პირველ ინდურ ხელნაწერებშიც არის აღწერილი. საბრალო ცხოველები, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ადამიანების ამბიციებს ეწირებოდნენ. ისინი, კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ, თითქმის, ყველა ომში მონაწილეობდნენ. "Commandant Domine"–ის ბორტზე, დიდი ბრიტანეთი, 1941 წ. გერმანელი ოფიცერი, კნუტთან ერთად, იუგოსლავია, 1943 წ. კურსკი, 1943 წ. ინდოჩინეთი, 1956 წ. მე-2 კლასის ჯარისკაცი რობერტ გებჰარდტი, ბანაკში თავის კატასთან ერთად ჩავიდა, კვიპროსი, 1956 წ. ტრალერზე, 1939 წ. თილისმები საბრძოლო გემზე, პორტსმუთი, დიდი ბრიტანეთი, 1940 წ. კნუტი რეინჯერის ჩექმაში იმალება, კრეტა, საბერძნეთი, 1943 წ. ბრიტანელი ჯარისკაცი სანგარში, 1914-1918 წ. კნუტი–თილისმა ფაიალის ციხე–სიმაგრეში, პიკარდია, საფრანგეთი, 1918 წ. ლეგიონერები "შეუპოვრის" ბორტზე, ალჟირი, 1940 წ. საჭესთან ჯარისკაცი ფანჯარასთან კატასთან ერთად. გერმანია, 1954 წ. ინდოჩინეთი, 1956 წ. დამცავ ნაგებობაში 136-ე ქვეითი პოლკის ჯარისკაცი წერილს წერს მშობლებს, კატის კომპანიაში, მარნა, საფრანგეთი, 1916 წ. ჯარისკაცები ისვენებენ, ისვენებს კატა–თილისმაც. მარნა, საფრანგეთი, 1916 წ. მულენ რუჟის ბანაკში ჯარისკაცები თავიანთ კნუტებს კვებავენ, ჩრდ. საფრანგეთი, 1914 წ. გერმანიის თავდაცვით პოზიციებზე, 1940 წლის თებერვალი მე-2 არმიის ჯარისკაცის პორტრეტი, კნუტებთან ერთად, საფრანგეთი, 1940 წ. ფრანგული ინდოჩინეთი, 1954 წ. კნუტი ზარბაზნის ლულაში, ფინეთი, 1944 წ. ერაყი, 2003–2011 წწ. არხის სხვა სიახლეები: * 30 საინტერესო ფოტო ჩვენი წარსულიდან* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?* ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ყველასთვის ცნობილი ადამიანების შესახებ* საქართველო და მსოფლიო – ჩვენთან როგორი წყობაა?* რომც მოინდომონ, მაინც ვერ ააშენებენ – 13 უძველესი არქიტექტურული ძეგლი* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ* პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება132 1-ს მოსწონს
|