საქართველო ნაციონალური მოძრაობის აქცია ზუგდიდში 2012, 23 სექტემბერი, 22:49
უკვე მეორედ ეწვია ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდს, ქალაქის ცენტრში გაიმართა აქცია სადაც შეკრებილები ძირითადად თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან შეიკრიბნენე ქალაქის ცენტრში. იქ შეკრებილ ხალხს გააცნეს სამომავლო გეგმები, ძირითადად საუბარი იყო ლაზიკაზე, მოგეხსენებათ ბატონმა პრეზიდენტმა ლაზიკაში გახსნა ბიზნეს ცენტრი, რომელიც ამ სპეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.ავტობუსებისა და სამარსრუტო ტაქსის მძღოლები საწვავით მოამარაგეს, რათა ხალხი დანიშნულების ადგილას ჩამოეყვანათ. ზუგდიდის ცენტრში უამრავი ხალხი შეიკრიბა, მათვის წვიმას ხელი არ შეუშლია და აქციის დასრულებამდე ერთიანობა შეინარჩუნეს. ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრები ცდილობდენენ ბევრი ხალხი შეეკრიბათ აქციაზე და ზუგდიდის ყველა უბანში იდგა ავტობუსები, აქციაზე მოსახლეობის გადასაყვანად, მაგრამ მნიშვნელოვანმა ნაწლმა არ ისურვა აქციას შეერთებოდა.შეკრებაზე ისაუბრეს ციხეებში მომხდარი ამარზენი და სასტიკი ფაქტების შესახებ. მიხეილ სააკაშვილი: "ყველა მკაცრად დაისჯება ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა და ჩვენ ამ შეცდომებს გამოვასწორებთ." 71 1-ს მოსწონს 1-ს არა
|