პროზა ვირჯინია ვულფი - გზა შუქურისკენ 2022, 8 აგვისტო, 23:21 ვირჯინია ვულფს ფემინისტური შემოქმედება და ცნობიერების ნაკადის ოსტატურად გამოყენება გამოარჩევს. “გზა შუქურისკენ” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია და რემზების ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც მნიშვნელოვანი როლი ოჯახურ სირთულეებს უჭირავს.
მისტერ რემზი - “ოჯახის უფროსი” და ცნობილი მეცნიერი, რომელიც მეტისმეტად ამაყია საკუთარი თავით. Ის თვლის, რომ ყველა ვალდებულია, მისი სულიერად ბრმა მსახური იყოს. ეს პირველ რიგში მის ცოლს-მისიზ რემზის არ აძლევს ნების თავისუფლებას.
Მისიზ რემზი - ოჯახური მოვალეობების უპრეტენზიო შემსრულებელი, რომელიც თამამად აცხადებს, რომ ვალდებულია დაიცვას საპირისპირო სქესი. მისი თქმით, მამაკაცები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან სრულ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას იმსახურებენ, თუმცა… საინტერესოა რა იმალება მისიზ რემზის გულში. რა საიდუმლოს დაატარებს ის. Არის მომენტები, როცა მას ხმის ამოღება და ხალხისთვის თავის შეხსენება უნდა, მაგრამ მას ამის ძალა არ შესწევს. Მისიზ რემზი ხომ მორჩილ ქალად ყოფნასაა მიჩვეული.
ლილი ბრისკო - ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელიც მისიზ რემზის პორტრეტს ხატავს. პორტრეტს და ხელოვნებას, რომ ნაწარმოებში დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაც შეეხება ლილის დამოკიდებულებას გენდერულ სტერეოტიპებზე… მას არ ესმის მისიზ რემზის ნაირი ქალების და არ უნდა მას დაემსგავსოს. არ უნდა, რომ მთელი ცხოვრება საპირისპირო სქესის მორჩილად გაატაროს.
ყველას მინდა გირჩიოთ XX საუკუნის გენიალური ინგლისური რომანი, რომელში ასახული თემები და წამოჭრილი პრობლემები დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.
29 შეფასება არ არის
|