x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ჩინური დღიური - კოკა არჩვაძე
ამ წლის დასაწყისში ერთ-ერთ მიზნად დავისახე, უფრო ახლოს გავცნობოდი თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებას. Დათო ტურაშვილის, აკას თუ ლაშა ბუღაძის რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კოკა არჩვაძის მოკლეტანიანი მოთხრობის “ჩინური დღიურის” დროც დადგა. Გარდა ჩემთვის აქამდე უცნობი მწერლისა, ჩემი ყურადღება კრეატიულმა წიგნის ყდის დიზაინმაც მიიპყრო (中文博客).
“Ჩინური დღიური” თანამედროვე ლექსიკით გაჯერებული, მარტივად წასაკითხი წიგნია და ქართველი ახალგაზრდა კაცის, მისტერ ირემაძის ჰონგ-კონგში თავგადასავალს მოგვითხრობს. ნაწარმოების მთავარი გმირი გამომძიებლის ამპულაში გვევლინება და მისი მთავარი მიზანი სრულიად უცხო ქვეყანაში დაკარგული ძმის პოვნაა. სრულიად უცხო ქვეყანაში განვითარებული სიუჟეტი კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დეტალურად გავეცნოთ ჰონგ-კონგურ ცხოვრების წესს, უცხო კულტურასა და ადამიანებს. Მაგალითად, ნარატორის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ ჰონგ-კონგში მრავლადაა ხმაურიანი და გადატვირთული ქუჩები.
Ნაწარმოების სიუჟეტურ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს მისტერ ირემაძის ძმის, სანდროს დღიური, სადაც ნათლად ჩანს მისი განცდები, მოგონებები და ლექსები.
Მეტს აღარ დაგასპოილერებთ, გირჩევთ წაიკითხოთ კოკა არჩვაძის ეს ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი მოთხრობა, რომლის ფინალმაც შეიძლება ჰონგ-კონგური ვოიაჟიდან უცებ ქართულ რეალობაში დაგაბრუნოთ.
image
0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0