პროზა ტომ პეროტა - ნარჩენები 2022, 8 აგვისტო, 18:46 რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად მესმოდა ისტორიები იმის შესახებ, თუ რა დონის სერიალს იღებდა HBO “ნარჩენების” სახით. მე კი სერიალების დიდი მოყვარული არ გახლავართ, რის გამოც უარი ვთქვი “ნარჩენების” ყურებაზე და მისი წაკითხვა ვამჯობინე. საინტერესო სიუჟეტური განვითარების დახმარებით ემოციებით დახუნძლული გამოცდილება მივიღე, რისი გაზიარებაც ვფიქრობ, ნებისმიერი სახის მკითხველისთვისაა შესაძლებელი. ნაწარმოებში წინა პლანზეა წამოჭრილი დასასრულთან შეგუების პრობლემა. ნაწარმოების გმირების მაგალითზე დაყრდნობით წიგნის ტოლერანტული თვისებები დავინახე, რამაც ერთი-ორად გამიმძაფრა კითხვის სურვილი. Საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ Მკითხველისთვის რთულია იმ უსაშველო სევდის და წარსულისადმი ნოსტალგიის ატანა, რომელიც ნაწარმოების გმირების მიერაა გამოვლენილი და მნიშვნელოვან ემოციურ დატვირთვას ატარებს. Მათ წარსულის ფრაგმენტები ენატრებათ, შემდგარი დეტალებისგან, რომელთა აღდგენას ვეღარასდროს მოახერხებენ. Მათ უნდა აჯობონ საკუთარ თავებს და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყონ, რათა დაამტკიცონ, რომ მათი შესაძლებლობები მათივე დანაკარგების ჯამზე მეტია.
იმედი მაქვს, მოკლედ და მარტივად წარმოვადგინე ნაწარმოებში არსებული მთავარი თემები, რითიც ტომ პეროტას ამ გამორჩეული ნაწარმოების გაცნობის შთაგონებას მოგცემთ. Ბოლოს კი გირჩევთ, რომ ყოველი წლის 14 ოქტომბერს ხშირად აკონტროლოთ თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მდგომარეობა. თუ რატომ, ამას “ნარჩენების’’ წაკითხვის შემდეგ მიხვდებით...
17 შეფასება არ არის
|