x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
”ღმერთო, მამუკას საფლავს არ შორდება და…” – რა ხდება მამუკა ონაშვილის საფლავზე (ფოტო)
image


მამუკა ონაშვილის დაკრძალვიდან რამდენიმე დღე გავიდა. შეგახსენებთ, მომღერალი მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში დაკრძალეს.

.

სწორედ აქ, მის სამარადისო განსასვენებელთან შენიშნეს ძაღლი, რომელიც გარდაცვლილი მომღერლის საფლავზე წევს და წუთით არ ტოვებს.


.

„ასე ზის თეთრი ძაღლი, არ გშორდება.. მანდაც მოგაგნეს შენმა ოთხფეხა მეგობრებმა“, – წერს მამუკა ონაშვილის დისშვილი, თეონა უსტიაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

.

image.

მომღერალი მამუკა ონაშვილი 29 ივლისს ნატახტართან მომხდარი ავტროავარიის შედეგად დაშავდა, რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მეორე ავტომანქანის მძღოლი თორნიკე ქავთარაძე, რომელიც მამუკა ონაშვილის ავტომანქანას შეეჯახა ადგილზევე გარდაიცვალა. ონაშვილის მანქანა კი ამობრუნდა. თავდაპირველად მომღერლის დაკრძალვა საბურთალოს პანთეონში, მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის გვერდით იგეგმებოდა, თუმცა, მიზეზების გამო შეფერხება წარმოიქმნა და ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის განცხადებით, ოჯახმა მახათას მთაზე დაკრძალვა არჩია. ბესიკ ჩუბინიძეს არ დაუკონკრეტებია, რა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ონაშვილის საბურთალოზე დაკრძალვა, როგორც ეს მანამდე იყო დაანონსებული და რატომ შეიცვალა ადგილი.

.

სოცუალურ ქსელში არ ცხრება დისკუსია ვინ იყო ნატახტართან მომხდარი ავტოავარიის დროს დამნაშავე. ბევრი ახალგაზრდა მამაკაცს ადანაშაულებს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და მომღერლის მანქანას შეეჯახა. მოგვიანებით ამ ბრალდებებმა დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი შეაწუხა და მათ განცხადებაც კი გაავრცელეს და საზოგადოებას სთხოვეს შეწყვიტონ დადანაშაულება.

.

„თხოვნა მაქვს, ჩემი ძმის სულს ვცეთ პატივი, ნუ მილანძღავთ ძმას, არ იყო დამნაშავე!!! ჩვენ არავის ვადანაშაულებთ!!! ჩვენი და ჩემი მშობლების ტკვივილს ნუ ამძაფრებთ მოგონილი ჭორებით…. გააზიარეთ ჩემი სტატუსი რომ იმ ხალხს მივაწვდიონოთ ხმა ვინც ჩემს თოკას ადანაშაულებს, “ - წერს მიშო ქავთარაძე.

.

0
644
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
644
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0