საქართველო
"რომელი ბარი და რესტორანიც რუსული მუსიკის შეკვეთას მიიღებს......" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი
2022, 8 აგვისტო, 14:05
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რუსეთ - უკრაინის ომში ნაბრძოლი ირაკლი ოქრუაშვილი, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"სასჯელი შემიმსუბუქეს და 24 საათიანი ბლოკი მაკმარეს.
დღეს რომელი ბარი და რესტორანიც რუსული მუსიკის შეკვეთას მიიღებს თითო ბოთლი მოლოტოვის კოქტეილის გაგზავნას ხომ იმსახურებს?" - ვკითხულოთ პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, პირველად, ცივი ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის გახლდათ აგვისტოს ომის გმირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძეც, რომელიც რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი კვლავაც ოკუპირებული რჩება. რუსეთის ფედერაცია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
რუსეთი ოკუპანტია!!! ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები!!!