x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"ეს ჩემი სასჯელია” - ნახეთ, რა ფოტოს ავრცელებს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს და რუსი და ოსი სამხედროების მიერ ცხინვალში, წამებით მოკლული, აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტოს აზიარებს:


image


"ყოველ წელს, 7 აგვისტოს ვუყურებ გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებს. ეს ჩემი სასჯელია. თავს ძალას ვატან და ვუყურებ. მისი შვილი ამბობს: იყო გიორგი ანწუხელიძის შვილი დიდი პასუხისმგებლობააო.


იყო გიორგი ანწუხელიძის სამშობლოდან კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. უსაშველოდ დიდი. და ვერავინ ვერ გავექცევით ამ პასუხისმგებლობას." - წერს გადაცემა "პირველი ხაზის" წამყვანი ვიკა ბუკია.


image


შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.


image


რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, პირველად, ცივი ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.


2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.


რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი კვლავაც ოკუპირებული რჩება. რუსეთის ფედერაცია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.


რუსეთი ოკუპანტია!!! ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები!!!




0
790
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
790