x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინი მზადაა ჩრ. კორეას მისცეს მარცვლეული და გაზი 100 ათას ჯარისკაცის სანაცვლოდ,რომელიც უკრაინაში იბრძოლებს(ვიდეო)


image

სასოწარკვეთილი ვლადიმერ პუტინი აპირებს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს კიმ ჩენ ინს მიმართოს უკრაინის საკითზე დახმარებისთვის და მზადაა შესთავაზოს ენერგომატარებლები და მარცვლეული 100, 000 ჯარისკაცის სანაცვლოდ, იტყობინებიან რუსული გამოცემები.



ჩრდილოეთ კორეამ "დიპლომატიური არხების" მეშვეობით ნათლად დაგვანახა, რომ ომით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი მშენებელი მუშახელის გარდა, ფხენიანი მზადაა მიაწოდოს მოსკოვს მასიური ცოცხალი სამხედრო ძალა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Regnum. ისინი განლაგდებიან პუტინის მომხრე სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნებად.




„ქვეყანა მზადაა დონბასში 100 000-მდე ჯარისკაცი განათავსოს“, - ნათქვამია საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში. "ფხენიანს შეეძლება თავისი ტაქტიკური ნაწილები დონბასში გადაისროლოს".


image

სანაცვლოდ კიმის დაზარალებულ ეკონომიკას მარცვლეული და ენერგია შეავსებს.

რუსმა წამყვანმა სამხედრო ექსპერტმა, გადამდგარმა პოლკოვნიკმა იგორ კოროჩენკომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადა, რომ "არ უნდა შეგვრცხვეს და უნდა მივიღოთ კიმ ჩენ ინის მიერ ჩვენკენ გამოწვდილი ხელი“.

კოროჩენკო, რუსული ჟურნალის "Национальная оборона„-ს მთავარმა რედაქტორმა განაცხადა "როსია-1"-ის არხზე განაცხად: „არსებობს ცნობები, რომ 100 000 ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზად არის ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში“.

პროპაგანდისტული არხის სხვა წამყვანებმა მას ჰკითხეს, იქნებოდნენ თუ არა მოხალისეები ჩრდილოეთ კორეიდან, სადაც სრული მორჩილებაა საჭირო.

მან თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ხალხი არის "გამძლე და უპრეტენზიო" და "რაც მთავარია, ისინი მოტივირებულები არინა". მან მაყურებელს უთხრა: „არ უნდა შეგვრცხვეს, მივიღოთ კიმ ჩენ იუის მიერ გამოწეული ხელი...


ამასთანავე კოროჩენკომ დასძინა, რომ მზად არიან ჩრდილოეთ კორეის სახედრო ტექნიკასაც აუნთონ მწვანე შუქი.

2
461
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
461
  
2022, 7 აგვისტო, 3:26
სისულელე უკრაინაში მოქმედებს რუსეთის შეიარაღებული ძალების 5% და უკვე განადგურებულია უკრაინის გაწვრთნილი არმიის80%. აბატონო ჩემი თუარ გჟერათ ამერიკელ პოლკოვნიკს მოუსმინეთ


https://www.youtube.com/watch?v=q5BzURO5wvI&t=7s
2022, 6 აგვისტო, 14:49
:-(
0 1 2