x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მოგზაურობისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები (+ფოტოები)
image

მოგზაურობისთვის საშიში ქვეყნები განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის კომფორტსა და უსაფრთხოებაში ცხოვრებას მიჩვეულ ხალხს. საშიშ ქვეყნებში მოხვედრა -არის იმის გარანტი, რომ ხშირად ნახავთ ძარცვას, გატაცებას ან ტერორისტულ მოვლენას.ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენს წინაშეა სამხრეთ აფრიკა, სადაც სიღარიბის დონე ძალიან მაღალია, რამაც გამოიწვია დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკები, გარდა ამისა სერიოზული დისკრიმინაციაა ადამიანების მიმართ. თეთრკანიანი ადამიანები ხშირად ხდებიან სამიზნეები, რომლებიც ხშირად ტრაგიკულად სრულდება. სამხრეთ აფრიკაში არსებობს არა მხოლოდ მალარიის არამედ ყვითელი ცხელების დიდი რისკიც.





ჰაიტი

image


მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება. მოქალაქეების 80% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ქვეყანაში კრიმინალის წარმოუდგენლად მაღალი დონეა. ხელისუფლება ნეიტრალურია ამ სიტუაციის მიმართ, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს თვითონაც წილშია თანამძრახველებთან. გარდა ამისა ამ ქვეყანაშია ხშირია ქარიშხალი, მიწისძვრა, შხამიანი მწერები, ასევე სასმელ წყალში ხშირად აღმოჩნდა უამრავი ბაქტერია რაც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.







ავღანეთი

imageსამხრეთ აზიის ქვეყანა, მრავალი წლის განმავლობაში ომებთან და არეულობებთან ასოცირდება. დღეს ავღანელები საომარი მდგომარეობის პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას, რადგან სამოქალაქო ომი ჯერ არ დასრულებულა. კრიმინალები ხშირად იტაცებენ ადამიანებს და იყენებენ მონებად, ან გაიტაცებენ გამოსყიდვის სანაცვლოდ. გარდა ამისა ნაღმი ყველგანაა დადებული და საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ტურისტს, არამედ მოსახლეობას. აქ ხდება ქალების გაუპატიურება, მონობა, უფლებების დარღვევა და ა.შ.






იემენი

imageიემენი მდებარეობს აზიის სამხრეთ -დასავლეთ ნაწილში. ის არის ერთ -ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა . ტურისტების ხშირი გატაცების გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეეზღუდა მათი თავისუფლად გადაადგილება, ამიტომ ღირსშესანიშნავ ადგილებში თანხმლები ესკორტის გარეშე ვერ გადაადგილდებიან. გარდა ამისა წყალი შეიცავს უამრავ პარაზიტს, გადადუღების გარეშე რთულია მისი დალევა. ეს ადგილი ქალებისთვის ყველაზე საშინელ ადგილად ითვლება, რაიმე მცირე წესის დარღვევისთანავე ეგრევე ციხეში აღმოჩნდებიან, გარდა ამისა პატიმრები საშინელ პირობებში იმყოფებიან, აიძულებენ პროსტიტუციასაც.






სომალი

image ეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ქვეყანა გამოირჩევა იმით, რომ ბოლშევიკები დათარეშობენ და შესაძლოა ყოველ წუთას ბრმა ტყვიამ იმსხვერპლოს ადამიანი. ბოლო წლებია განსაკუთრებით მეკობრეობა მძინვარებს, ადგილობრივი ბანდები თავს ესხმიან სატვირთო მანქანებს, გარდა ამისა სატვირთო გემებს. აქ ასევე ხდება უცხოელების გატაცება გამოსასყიდის მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობა მზადაა დანაშაულის ჩადენისთვის მხოლოდ გამოკვების მიზნითაც.



საინტერესო სტატიები

image

1)ყველაზე ექსტრემალური გამჭირვალე სასეირნო ბილიკი - მიწიდან 1080 მეტრზე ( +ფოტოები)

2) ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ხანძარი ( + ფოტოები)

3)მსოფლიოში ყველაზე ბინძური კუნძული (+ფოტოები)

4)მსოფლიოში ყველაზე საშიში ბაზარი (+5 ფოტო)

5)გველების კუნძული იგივე “სიკვდილის კუნძული "- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია ( + ფოტოები)

6)მსოფლიოში ცნობილი ცოცხალი ხიდები - ინდური ტომის უნიკალური ქმნილება

0
815
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0