იღვიძებ გაჰყურებ ჰორინზონტს, ეძებ სიახლეს და თავგადასავალს. გასცდი საზღვრებს და გასცდი ჰორიზონტს,
მოგზაურობა, თავგადასავალს გიჩვენებს მრავალს!
მივუყვები ტურისტულ ბილიკს და ვფიქრობ რა მშვენიერია უსასრულო ჰორიზონტი. ამ, დროს იმსხვრევა წარმოსახვითი და გონებრივი საზღვრები – იკარგები უსასრულობაში, ისადგურებს ახალი ემოციები, ახალი შთაბეჭდილებები. მაშ, ასე გავცდი საქართველოს საზღვარს და ბელგიაში ვარ, აქ უკვე გრძელდება მოგზაურობის შემდეგი აკორდები, რომელიც გერმანიაში დაიწყო, ვგრძნობ სიახლისადმი გამძაფრებული ცნობისმოყვარეობას. გერმანიის ტურისტული ადგილების ნახვის შემდეგ ბელგია ახალი შთაბეჭდილებების საწყისია, ისევე როგორც ლუქსემბურგი თავისი სამეფო ბრწყინვალებით. მარშუტი ასეთია: გერმანია-ბელგია-ლუქსემბურგი, მოგზაურობის დროს თითოეული დეტალი ყურადღებას იქცევს, მიუხედავად დიდი შთაბეჭდილებებისა და იმის მცდელობისა, რომ თითოეული წუთი რელაქსაციისთვის გამოვიყენო ბუნების წიაღში, მაინც გონებაში ვიწყებ პარალელების გავლებას საქართველოსთან, საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებთან, თითქოს არც მიკვირს სხვა ქვეყნის ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურა, საოცარი ბუნება და ისტორიული ადგილები. საქართველოშიც ხომ ბევრი კარგი ტურისტული ადგილი გვაქვს კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურით და მაინც ერთ ზოგად განსხვავებას ვხედავ, ჩვენ, ქართველები ხელოვნურობისკენ და თანამედროვეობისკენ მივისწრაფით ეს იქნება მინის შენობები თუ სხვა, რაც ბუნებრივია ძალიან მომწონს და ახალ სიცოცხლეს სძენს ქართულ ტურისტულ გარემოს, თუმცა ტურისტული ინდივიდუალიზმის წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია ძველი ქართული ფოლკლორის წინ წამოწევა, რომელიც ძალიან მდიდარი და ინდივიდუალურია. ევროპაში თითქოს პირვენდელ საწყისებს უბრუნდებიან, გერმანიის ტურისტული ადგილები ხასიათდება ძველი ტრადიციული ფოლკლორით. ვათვალიერებ გერმანიის ძველ ქალაქებს, რომელთაც მაქსიმალური სიზუსტით აქვთ შენარჩუნებული ძველი იერსახე და აქ სიამაყით მახსენდება ძველი თბილისი და გოგირდის აბანოები. ბელგიის ტურისტული ბილიკი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ხის მასალისგან გაკეთებილი ე.წ. ჭაობიან ადგილზე, სადაც უფრო მოსახერხებელი და გამძლე რკინა-ბეტონი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ჩემთვის როგორც მოგზაურისთვის, უფრო შთამბეჭდავი ის ბუნებრვი მასალა იყო, რომელიც ჰარმონიაში იყო ბუნებასთან, ლანდშაფტთან და ულამაზეს ჰორიზონტთან.


