x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136145
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510391
დღეიდან flydubai-ს ბიზნეს-კლასის ბილეთები უკვე გაყიდვაშია

ოქტომბრიდან ავიაკომპანია ბიზნეს-კლასის სერვისით იწყებს ფრენებს

დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai-მ ბიზნეს-კლასის ბილეთების გაყიდვის შესახებ განაცხადი გააკეთა.ბიზნეს–კლასის სალონი
პირველი რეისი ახალი პრემიუმ სერვისით უკვე 2013 წლის ოქტომბერში შესრულდება. მომავალი თვეების განმავლობაში კომპანია გააგრძელებს ბიზნე-კლასით აღჭურვილი ხომალდების დამატებას ქსელის სხვადასხვა მიმართულებებით.


სიახლესთან დაკავშირებით ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა : „ჩვენ ბედნიერები ვართ ვაცნობოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ სრულყოფილი სერვისის შეთავაზების ზრდასთან ერთად, ჩვენს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ ჩვენი ბიზნეს-კლასის ბილეთებიც."
flydubai-მ პირველი ბიზნეს-კლასით აღჭურვილი ბოინგები უკვე აგვისტოს დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ მათზე წვრთნები და სწავლება იმართება. ყველა ახალი ხომალდი, რომელსაც კომპანია მიიღებს აღჭურვილი იქნება, როგორც ბიზნეს-კლასით, ასევე ეკონომ-კლასით. უკვე არსებული ხომალდები კი სრულყოფილ სახეს მიიღებენ, რათა მათაც განახორცელონ პრემიუმ კლასის მომსახურეობა.
flydubai-ს პირველი ბიზნეს-კლასის ხომალდი დუბაიდან კიევის მიმართულებით 8 ოქტომბერს შეასრულებს ფრენას. მომდევნი ბიზნეს-კლასის მიმართულებები, კი რომელიც ასევე ოქტომბერში დაიწყება მოიცავს მალეს, სტამბულს, მინერალურ წყლებსა და ბუქარესტს. „ჩვენი ბიზნეს-კლასის ოპცია, დამატებითი არგუმენტია ჩვენი მომხმარებლებისათვის თუ რატომ უნდა აირჩიონ flydubai. ეს ეტაპი ავიაკომპანიის ისტორიაში საგულისხმოა ავიაპარკის პარკის ზრდითაც. კომფორტული ახალი სალონებით აღჭურვილი ხომალდების დამატებასთან ერთად, წლის ბოლომდე გავაგრძელებთ რეისების დამატებას უკვე ახალი მიმართულებებით, რომლებიც ბიზნე-კლასსაც მოიცავს. ეხლა როცა უკვე პირველად ვყიდით ბიზნეს-კლასის ბილეთებს, ბედნიერები ვართ მივესალმოთ პირველ მგზავრებს, რომლებიც პრემიუმ კლასით მოგზაურობენ. ჩვენ სწორედ მათთან ერთად ვიწყოთ ავიაკომპანიის ისტორიის ახალ ეტაპს." -განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
ბიზნეს-კლასის არჩევისას მომხმარებელი დამატებით იღებს მთელ რიგ სერვის კომპანიისგან, რომელიც მოიცავს ფართო და კომფორტულ სკამებს, ავიარეისებზე რეგისტრაციის უპირატესობას, ბარგის გაზრდილ ლიმიტს. მგზავრობის დროს მგზავრებს საშუალება აქვთ ისარგებლოონ გასართობი სისტემით, რომელიც 30 სმ-იან სენსორულ ეკრანზეა დამონტაჟებული. ასევე ისინი მიიღებენ სპეციალურ მენიუს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კულინარიული რეცეპტებითაა დამზადებული, პლიუს სხვადსხვა მშრალ საკვებსა და სასმელებს. ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის იმოქმედებს 24 საათიანი სატელეფონო სერვისიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ბილეთის დაჯავშნა და ნებისმიერი საკითხის დაზუსტება. მოგზაურობისას კი მგზავრებს სპეციალური მათთვის გამოყოფილი ეკოპაჟის წევრები მოემსახურებიან.
ავიაკომპანიის რეისებისა და ბიზნეს-კლასის მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს flydubai.com

###

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0