x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოლმა რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო ქმარს ტაფით სცემა

image

ცოლი ტაფისა და ნაგვის ურნის დახმარებით ცდილობდა ქმრის ტვინის გამოსწორებას. ტელეგრამ არხი Mash-ი ოჯახურ კონფლიქტზე მოგვითხრობს, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.


43 წლის სევასტოპოლელმა ოლეგიმ 3 წლის წინ "ოცნების ქალი" - სვეტლანა გაიცნო. შემდეგ წყვილმა ხელი მოაწერა, მამაკაცმა წარმატებით გადაუფორმა თავისი სახლის ნახევარი ცოლს.


მაგრამ აი დადგა 24 თებერვალი და სვეტლანას არ მოეწონა, რომ ოლეგმა უკრაინაში წამოწყებულ ომს მხარი დაუჭირა.



ამ დღეებში, ომის თემაზე მეუღლეებს შორის მორიგი კამათი გაიმართა, რომელიც სვეტლანას სრული გამარჯვებით დასრულდა. მან პუტინის პროპაგანდით გამორეცხილ თავში ტაფა ჩასცხო თავში და როდესაც ოლეგი გაითიშა, თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა.


შემდეგ ყირიმელმა ქალმა სახლში და ეზოში ბაღის ნიჩბით დაჭრა ყველა დროშა Z-ით და V- წარწერით, შემდეგ კი ქმრის მანქანას ბენზინი გადაასხა და ყველა "პატრიოტული" სტიკერი წაშალა. ქმარმა, როცა გონს მოვიდა, პოლიციაში მეუღლის წინააღმდეგ განცხადება დაწერა.


მან პირობა დადო, რომ შეიძენს ახალ სტიკერებს და მედგრად გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისთვის.

0
93
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0