x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს" - ნიკა ქავთარაძე

image

ცნობადი ტელესახე ნიკა ქავთარაძე ავტოავარიაში დაღუპული მომღერლის, მამუკა ონაშვილის შესახებ წერს, რომ მის დაკრძალვაზე ყველაზე მეტად ნიანგის ცრემლებს სწორედ ისინი აღვარღარებენ, ვინც მამუკა გაჭირვებაში მიატოვა.



"ხვალ(უკვე დღეს -ავტორი)მამუკა ონაშვილის გასვენებაა.
ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი.
ძალიან მეწყინა და მეტკინა...
გუშინ პანაშვიდზე ვიყავი.
და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი.
ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში.
არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის - ნიჭი, ხმა, ქარიზმა.
მაგრამ ეს ხო საქართველოა.
ხოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა.
მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.
ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან.
ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!"-წერს ნიკა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, მამუკა ონაშვილი 30 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.მომღერალი 55 წლის იყო.

მამუკას დღეს დაკრძალავენ მახათას ახლად აშენებულ პანთეონში.

რესტორან "იმერული ეზოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მამუკა ორ თანმხლებ პირთან ერთად მანქანაში როდესაც ჩასხდნენ, მძღოლის მხარეს ახალგაზრდა მამაკაცი დაეჯახათ, რომელიც „შკოდით“ მოძრაობდა, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამათ მანქანა კი ამოყირავდა... საჭესთან მამუკას მეგობარი იჯდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მრავალი მოტეხილობა აქვს. ისიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
0
396
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0