x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მხოლოდ ქარი, ვერ იქნება რვა ადამიანის სიკვდილის მიზეზი, რვა კაცი მანდ როგორ მოხვდა?"- რას წერს სამხედრო მფრინავი

image


სამხედრო მფრინავი ქალი, ეკატერინე ქვლივიძე გუდაურში მომხდარ საშინელ ტრაგედიას, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გომელაურმა პარაპლანებით ფრენა როგორ აკრძალა, როცა მის სამინისტროს არ ექვემდებარება ეს მიმართულება?


მეფეა????


სხვა რაღაცეების თქმაც მინდოდა, მაგრამ მთელი კვირა ისეთ საოცრებებს ვხედავდი და ვკითხულობდი, რომ დიპლომს უნდა გადავხედო თავდაჯერებულობის აღსადგენად..... ასე უცბად ყველა ექსპერტი და თან ავიაციაში როგორ შეიქმენით ხალხო?!.....


წითელი ხალიჩა ხომ იცით, ეგ იყო იმ პუმაზე დაგებული ძირს და ტყავის სავარძლებით აღჭურვილი, ვიდეოს მაინც დააკვირდით ხოლმე....როგორ უნდა ჩაექრო ხანძარი? ხალიჩით? სად უნდა ჩაედგათ საკაცე, ტყავის სავარძლებსა და ფეშენ ტუალეტს შორის?....


ცნება საავიაციო მედიკოსი რას ნიშნავს ვიცით? იქნებ სიმაღლის ფობია აქვს, იქნებ ვესტიბიულარული აპარატი მიჩვეული არაა და იქეთ გახდა მისახედი, სად უშვებ სასწრაფოს ექიმს?


და რაც დღეს სამების ეზოში შავი ჯიპები ვიხილე, მათი მონეტიზაციის შემთხვევაში მაშველებს აღვჭურვავდით, მედიკოსებს ჰაერში პირველად სამედიცინო დახმარებაში გადავამზადებდით, ცალკე სახანძრო_ სამაშველო რგოლს მაინც შევქმნიდით და ცივილური სამყაროსავით ადეკვატური პასუხი გვექნებოდა იმ რვა ადამიანის სისტემური პრობლემების გამო გაწირული სულის წინაშე!!!!


ჩვენ რა გავკეთეთ იცით?


ურიგოდ შევუშვით ღარიბაშვილი სამძიმარზე, აბა ხომ არ დაისიცხებოდა,

პარაპლანის მფრინავი ცხრაჯერ მოვკალით და არავის გვიფიქრია, რომ ექსტრემალური სპორტია ეს დალოცვილი, ექსტრემალური სპორტი, მაგ პრინციპით მთამსვლელები მთაში აღარ უნდა გავუშვათ, რას დაყიალობენ აბა?

არ ვიკითხეთ ექიმების მზაობა ჰოვერზე ვერტმფრენში პირველად დახმარებას შეძლებდნენ?


არ დავინტერესდით როგორ გაგრძელდა ამბავი, როცა ჯერ კიდევ წლების წინ რომ ამბობდნენ მაშველები შიშველი ხელებით იბრძვიან ადამიანების გადასარჩენადო

და ბოლოს, აი ყველაზე ბოლოს ხალხმა ერთმანეთი დაჭამა მი 8 ჯობია თუ პუმა!!!!

დროა მივხვდეთ, რომ მხოლოდ ქარი, მისი აღმავალი და დაღმავალი ნაკადები დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულ რელიეფურ მთებში ვერ იქნება რვა ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ის რვა კაცი მანდ როგორ მოხვდა კითხვით გავდივართ სისტემაზე, სისტემაზე, სისტემაზე, სისტემაზეეეეეეეე......


რომელიც ყარს!!!


ქარს ვერ დაიჭერს გამოძიება, ქარს პასუხს ვერ მოთხოვ, ქარი_ ქარია!!!!


დიმა(დომენტი) ან 2 ზე ფრენისას გავიცანი, ჩვენი ბორტინჟინერი იყო, მერე მი_8 ზე გადავიდა, ჩოხელი იყო ის პირველი ვინც პირველკურსელები პრაქტიკებზე მიგვიღო და სწორედ მი 8 გვასწავლა, ლორია იყო ის მზე მფრინავი კაცი, რომლის ოთახში შემოსვლისას ფეხზე ვდგებოდი და ანდრო იყო ბავშვი, რომლიც სულ რამდენიმე წლის წინ ინსტრუქტორობა რომ დავიწყე ჩემი ერთ_ერთი პირველი სტუდენტი გახდა, უკვე ამთავრებდა პროგრამას და ბოლო რამდენიმე საათი ვიფრინე მასთან. საოცრება იყო მასთან ერთად ფრენა, სუფთად და ლაღად დაფრინავდა


ავიაცია ვიწრო სფეროა, ყველა ოჯახის წევრია....


გული ჩამწყდა დაღუპულ ექიმებზე, მაშველებზე....ყველამ თავისი წილი დიდი დარდი დატოვა....


რა იქნება მომასწრო იმ ქვეყანას ან დარდი გვასწავლა სწორი, ან სამძიმარი გულწრფელი, ან რეაქცია ადეკვატური და ან თავმდაბლობა იმდენი, რომ ყველაფერში ასეთი ექსპერტები არ ვიყოთ....


პარაპლანის პილოტს ჯანმრთელობას ვუსურვებ და ფსიქოლოგიურ მდგრადობას, უნდა ადგეს კიდეც და მხრებშიც გაიმართოს....


შავი დღეების ბოლო პოსტი იყოს, მეტს არ ვიტყვი ამ თემაზე.... მეტი მართლა ექსპერტებმა თქვან და მიუკერძოებლად რაც მთავარია!!!!" - წერს ეკატერინე ქვლივიძე.


image

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთო, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.


შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი იმყოფებოდა.


ავიაკატასტროფას რვავე ადამინის სიცოცხლე შეეწირა. გარდაიცვალა ასევე პარაპლანის უცხოელი მგზავრიც, ქართველი ინსტრუქტორი კი, გადარჩა.

0
926
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
926