x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მხოლოდ ქარი ვერ იქნება 8 ადამიანის სიკვდილის მიზეზი,კითხვით გავდივართ სისტემაზე,რომელიც ყარს-ეკატერინე ქვლივიძე

image

პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ქალი - ეკატერინე ქვლივიძე გუდაურში 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და გაოცებული კითხულობს, "თუ ასე მოკლე ხანში ყველა საავიაციო ექსპერტი როგორ გახდა" და პროფესიონალური კუთხით საკუთარ ანალიზს გვთავაზობს:



???????????? გომელაურმა პარაპლანებით ფრენა როგორ აკრძალა, როცა მის სამინისტროს არ ექვემდებარება ეს მიმართულება?
მეფეა????
????????????სხვა რაღაცეების თქმაც მინდოდა, მაგრამ მთელი კვირა ისეთ საოცრებებს ვხედავდი და ვკითხულობდი, რომ დიპლომს უნდა გადავხედო თავდაჯერებულობის აღსადგენად..... ასე უცბად ყველა ექსპერტი და თან ავიაციაში როგორ შეიქმენით ხალხო?!.....
???????????? წითელი ხალიჩა ხომ იცით, ეგ იყო იმ პუმაზე დაგებული ძირს და ტყავის სავარძლებით აღჭურვილი, ვიდეოს მაინც დააკვირდით ხოლმე....როგორ უნდა ჩაექრო ხანძარი? ხალიჩით? სად უნდა ჩაედგათ საკაცე, ტყავის სავარძლებსა და ფეშენ ტუალეტს შორის?....
????️????️????️ცნება საავიაციო მედიკოსი რას ნიშნავს ვიცით? იქნებ სიმაღლის ფობია აქვს, იქნებ ვესტიბიულარული აპარატი მიჩვეული არაა და იქეთ გახდა მისახედი, სად უშვებ სასწრაფოს ექიმს?
????????????და რაც დღეს სამების ეზოში შავი ჯიპები ვიხილე, მათი მონეტიზაციის შემთხვევაში მაშველებს აღვჭურვავდით, მედიკოსებს ჰაერში პირველად სამედიცინო დახმარებაში გადავამზადებდით, ცალკე სახანძრო_ სამაშველო რგოლს მაინც შევქმნიდით და ცივილური სამყაროსავით ადეკვატური პასუხი გვექნებოდა იმ რვა ადამიანის სისტემური პრობლემების გამო გაწირული სულის წინაშე!!!!
????????????ჩვენ რა გავკეთეთ იცით?
ურიგოდ შევუშვით ღარიბაშვილი სამძიმარზე, აბა ხომ არ დაისიცხებოდა,
პარაპლანის მფრინავი ცხრაჯერ მოვკალით და არავის გვიფიქრია, რომ ექსტრემალური სპორტია ეს დალოცვილი, ექსტრემალური სპორტი, მაგ პრინციპით მთამსვლელები მთაში აღარ უნდა გავუშვათ, რას დაყიალობენ აბა?
არ ვიკითხეთ ექიმების მზაობა ჰოვერზე ვერტმფრენში პირველად დახმარებას შეძლებდნენ?
არ დავინტერესდით როგორ გაგრძელდა ამბავი, როცა ჯერ კიდევ წლების წინ რომ ამბობდნენ მაშველები შიშველი ხელებით იბრძვიან ადამიანების გადასარჩენადო.
და ბოლოს, აი ყველაზე ბოლოს ხალხმა ერთმანეთი დაჭამა მი 8 ჯობია თუ პუმა!!!!
????????????დროა მივხვდეთ, რომ მხოლოდ ქარი, მისი აღმავალი და დაღმავალი ნაკადები დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულ რელიეფურ მთებში ვერ იქნება რვა ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ის რვა კაცი მანდ როგორ მოხვდა კითხვით გავდივართ სისტემაზე, სისტემაზე, სისტემაზე, სისტემაზეეეეეეეე......
რომელიც ყარს!!!
ქარს ვერ დაიჭერს გამოძიება, ქარს პასუხს ვერ მოთხოვ, ქარი_ ქარია!!!!
დიმა(დომენტი) ან 2 ზე ფრენისას გავიცანი, ჩვენი ბორტინჟინერი იყო, მერე მი_8 ზე გადავიდა, ჩოხელი იყო ის პირველი ვინც პირველკურსელები პრაქტიკებზე მიგვიღო და სწორედ მი 8 გვასწავლა, ლორია იყო ის მზე მფრინავი კაცი, რომლის ოთახში შემოსვლისას ფეხზე ვდგებოდი და ანდრო იყო ბავშვი, რომლიც სულ რამდენიმე წლის წინ ინსტრუქტორობა რომ დავიწყე ჩემი ერთ_ერთი პირველი სტუდენტი გახდა, უკვე ამთავრებდა პროგრამას და ბოლო რამდენიმე საათი ვიფრინე მასთან. საოცრება იყო მასთან ერთად ფრენა, სუფთად და ლაღად დაფრინავდა????????????
ავიაცია ვიწრო სფეროა, ყველა ოჯახის წევრია....
გული ჩამწყდა დაღუპულ ექიმებზე, მაშველებზე....ყველამ თავისი წილი დიდი დარდი დატოვა...
.
რა იქნება მომასწრო იმ ქვეყანას ან დარდი გვასწავლა სწორი, ან სამძიმარი გულწრფელი, ან რეაქცია ადეკვატური და ან თავმდაბლობა იმდენი, რომ ყველაფერში ასეთი ექსპერტები არ ვიყოთ....
პარაპლანის პილოტს ჯანმრთელობას ვუსურვებ და ფსიქოლოგიურ მდგრადობას, უნდა ადგეს კიდეც და მხრებშიც გაიმართოს....
შავი დღეების ბოლო პოსტი იყოს, მეტს არ ვიტყვი ამ თემაზე.... მეტი მართლა ექსპერტებმა თქვან და მიუკერძოებლად რაც მთავარია!!!!
0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0