x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121410
  • ვიდეო:354790
  • სურათი:493433
თითქმის ასი წლის ვარ,სიკვდილის პირას და ვერ ვეღირსე ამ ქვეყნის დალაგებას-თენგიზ არჩვაძე+ქვიზი

image
დღეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა ყველასთვის საყვარელ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც საზოგადოებამ “ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიანიჭა.ვულოცავთ იუბილეს შესანიშნავ მსახიობს და ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან და ამონარიდებს ინტერვიუებიდან



*** “გვარით და ჯილაგით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდან, გახლავართ, დაბადებით კი თბილისში დავიბადე, მამაჩემიც და ბაბუაჩემიც თბილისში ცხოვრობდნენ.

ბაბუა, დავით არჩვაძე, რეაქციის წლებში, 1907 წლის 15 სექტემბერს მოკლეს, სიცოცხლე იმათ მოუსწრაფეს, ვინც იმავე წლის 30 აგვისტოს ილია მოკლა”





*** “თბილისის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ უბანში, "ვორონცოვზე" ვცხოვრობდით, სადაც თითქმის ოცდაათი წელი გავატარე. ახლაც დიდი სიყვარულით მახსენდება ჩემი ძველი სახლი, პატარა "იტალიური" ეზო, ერთ ოჯახად მცხოვრები ქართველები, ებრაელები, სომხები ერთმანეთის ჭირისა და სიხარულის გამზიარებლები იყვნენ, ერთი სტუმარი ყველას სტუმრად ითვლებოდა. საოცარი სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენს ეზოში”





***ხელოვნების სიყვარულს ბავშვობიდან ეზიარა – ხატვით დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მსახიობი გახდა, თუმცა ხატვამ მაინც დატოვა მასზე წარუშლელი კვალი.


“ხატვისთვის თავი არასოდეს დამინებებია, ახლაც მიყვარს, მაგრამ ერთხელ, სამწუხაროდ, ცუდ ხასიათზე მყოფმა, ყველა ჩემი ნახატი დავწვი... ისევე, როგორვ გოგოლმა, "მკვდარი სულების" შემდგომი ნაწილები.

ასეა თუ ისე, პიონერთა სასახლის დრამწრის წყალობით მხატვრობას მსახიობობა ვარჩიე და უგამოცდოდ ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში”




*** მეორე თუ მესამე კურსზე იყო, როდესაც ფარიკაობის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და ამის გამო თითქმის მთელი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული, – სასწავლებელში არ უვლია. ბატონი თენგიზი სიცოცხლის შენარჩუნებას ექიმსა და ძველ სპორტსმენს, გამოჩენილ ტანმოვარჯიშე ქალს – იულია ფარეშაშვილს უმადლის. არავის ეგონა, დაშნას კიდევ თუ აიღებდა ხელში, მაგრამ თენგიზ არჩვაძეს ფარიკაობისთვის თავი არ დაუნებებია…




***ნელი ჩემს კურსზე სწავლობდა, ჯგუფელები არ ვიყავით მაგრამ იმ დროს ინსტიტუტუი ისეთი პატარა იყო, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით, როცა ვიქორწინეთ ორივენი უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ვიყავი.ნელი იმ დროს ბევრ სპექტაკლში თამაშობდა, პარტნიორებიც ვიყავით სპექტაკლში :შავთვალა გოგონა”, ასევე იყო გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლი “ამერიკული ტრაგედია”.ნელი თეატრიდან წამოსვლის შემდეგ ქართულ ენციკლოპედიაში მუშაობდა(მსახიობი მეუღლეზე-ნელი ფილიაშვილზე)

image

***მთელი ცხოვრება მოგზაურობდა. ახალგაზრდობაში ტურისტული ლაშქრობის ინსპეტორად მუშაობდა. მოვლილი აქვს საქართველო, ჩრდილოეთ კავკასია. ბუნება ძალიან უყვარს.




" მარტოობა მიყვარს, საკუთარ თავთან დიალოგი მშველის ხოლმე ყოველთვის. მთაში უკეთ ვგრძნობ თავს, მთა ჩემი წარმოუდგენელი სიყვარულია, უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან. ყოფილა შემთხვევა, მარტოდმარტოს გამიტარებია მთელი შვებულება მთაში, ხევსურეთში. კარავი, სიახლოვეს წყალი და მცირეოდენი საკვები საკმარისია... თუ ცხენიც გყავს, ეს ხომ ნეტარებაა!".

image

***"პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს."





***როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო – არასოდეს… უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწარმოები ან გმირი არ მომეწონებოდა. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომლის ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს."





***თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია





***ვერა ვუშველე მიწასა, / ანეულს, მოსულს ხნულზედა“… ჯეელმა ვერ და სიბერეში რაღას ვუშველი?! ძალიან მალე გავიდა დრო… ისე, იცით, დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ცხოვრებას თვალს რომ გადავავლებ, რას ვფიქრობ? კავკასიონის მწვერვალები ხომ გინახავთ – მისი ზედაპირი ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი. ასევე იყო ჩემი ცხოვრებაც: იყო სიმაღლეებიც და იყო ვარდნებიც, მაგრამ ჩემი სავალი გზიდან არასოდეს გადამიხვევია. წინაპრებიდან მომყვება, რომ კაცობისა და სამართლის გზისთვის არ უნდა მეღალატა. ამას მასწავლიდა მამაჩემი, რომელიც ჩემთვის წინ გაძღოლილი მანათობელი კვარია."




***საშინელებები ხდება, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ძალიან ვწუხვარ, არ ვიცი, როდემდე შეიძლება ერთი და იმავე შეცდომებს ვუშვებდეთ. თითქმის ასი
წლის ვარ, სიკვდილის პირას და ვერ ვეღირსე ამ ქვეყნის დალაგებას"



ახლა კი ქვიზი."რომელ ფილმში თამაშობდა თენგიზ არჩვაძე"?-კითხვარში 15 კითხვაა ორი სავარაუდო პასუხით :" კი" ან "არა" გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს


0
1634
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0