ფოტოგრაფია სიურრეალიზმი თანამედროვე ფოტო–ხელოვნებაში (30 ყველაზე ეპატაჟური ფოტო) 2022, 4 აგვისტო, 8:24 დევიდ ლაშაპელე (David LaChapelle) – თანამედროვეობის, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე ეპატაჟური და სკანდალური ფოტოგრაფია, მოდის და შოუ–ბიზნესის სამყაროში. ის American Photo–ს ასოციაციამ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ფოტოგრაფების ათეულის სიაში შეიტანა. დევიდი 1963 წელს კონექტიკუტის შტატში დაიბადა. დედა მოყვარული ფოტოგრაფი იყო და მომავალმა ფოტოგრაფმა ფოტოხელოვნება, სწორედ მისი წყალობით შეიყვარა. 15 წლის იყო, საცხოვრებლად, ნიუ–ორკში რომ გადავიდა და მუშაობა მიმტანის დამხმარედ, ცნობილ ღამის კლუბში «Studio 54» (სტუდია 54) დაიწყო. ერთხელ, მისი ნამუშევრები Interview–ს რედაქტორმა ენდი უორჰოლმა შეამჩნია და სამუშაოზე მიიწვია. ეს უკანასკნელი, მისთვის მხოლოდ დამსაქმებელი კი არა, მასწავლებელიც იყო. მათი მეგობრობა და თანამშრომლობა, ამ უორჰოლის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. მან ფოტოგრაფიული ხედვის განვითარებისათვის საჭირო განათლება Arts Student League–ს და SVA მანჰეტენის სკოლაში მიიღო. უორჰოლმის დახმარების წყალობით, მისი კარიერა ელვის სისწრაფით გაიზარდა: ის სარეკლამო სურათებს, ფოტო–ნარკვევებს და ცნობილი ადამიანების ფოტოებს იღებდა გლანცის ჟურნალებისთვის. 90–იანი წლების დასაწყისში, დევიდმა რეჟისორობა და სცენარისტობაც სცადა... და 2000 წელს MTV Europe Music Awards–ს პრემია მიიღო, ნომინაციაში «საუკეთესო ვიდეო». მისი კლიპი «Natural blues», მომღერლის და მუსიკოსის Moby–ის სიმღერისთვის შეიქმნა. რაც შეეხება დევიდის წარმატებას, სარეკლამო ფოტოგრაფიაში, მან ამას, როგორც თავად ამბობს, მორალური მეტაფორების და დიდი მხატვრების ელემენტების ჩართვით მიაღწია. «მიიღეთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ ლამაზი სამყაროს ნაწილი ვართ და არა მისი ცენტრი» – ამბობს ფოტოგრაფი და თავადაც ამ დევიზით ხელმძღვანელობს. ფოტოგრაფირების მის სტილს ე. წ. «სიურრეალისტურ გლამურს» ან «პოპულარულ სიურრეალიზმს» უწოდებენ, ხოლო თავად ფოტოგრაფს – ფედერიკო ფელინის ეძახიან. 2012 წლიდან ის ნაკლებად ჩნდება საჯარო ადგილებში, არ აქტიურობს სოციალურ ქსელებში, საკუთარ სახლში, ჰავაის ჯუნგლები ცხოვრობს და მთლიანად საკუთარ პროექტებზეა კონცენტრირებული. «ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, საქმე იმაში კი არ არის, თუ რას მიიღებთ, როდესაც ხელოვანი გახდებით, არამედ იმაში, თუ რას გაკეთებთ – მთავარია კვალი, რომლის დატოვებასაც ამ სამყაროში აპირებთ».
არხის სხვა სიახლეები:* "ტვინების გადინება" ეგვიპტურად* ფოტოებზე ასახული 20 ისტორიული ფაქტი* ქარიზმატული ლიდერი – რით იზიდავდა სტალინი ადამიანებს?* რა საფრთხე გველის, თუ საკმარისი რაოდენობის ცილას არ ვიღებთ* 15 საინტერესო ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ სჯიდნენ ქმრის მოღალატე ქალებს წარსულში* 8 საინტერესო ფაქტი ბანანის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ* ყველაზე ლამაზი 6 მექსიკელი ქალბატონი656 4-ს მოსწონს
|