x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ამ წუთებში ერთი აშარი დედაკაცი წყვეტს სამყაროს ბედს!” - ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"გაგრძელდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი, რომელიც პანდემიით დაიწყო, უკრაინით გაგრძელდა, ახლა კოსოვოსა და სერბეთს შეეხო და კვლავ გააღვიძა ყარაბახი!


ამ წუთებში ერთი აშარი დედაკაცი ნენსი პელოსი წყვეტს სამყაროს ბედს!


ჩინეთი სრულ საბრძოლი მზადყოფნაშია…


ფრთხილად, თორემ ხვალ გამოქვაბულიდან დავიწყებთ ცხოვრებას და ვაი, რომ მამონტებიც გადაშენდნენ და ერთმანეთის ჭამა მოგვიწევ და არა მხოლოდ ვერბალურად…" - ვკითხულობთ მოროშკინას პოსტში.


აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანის დედაქალაქში, ტაიპეიში პეკინის გაფრთხილებებისა და მუქარის მიუხედავად მაინც ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება ცოტა ხნის წინ, იაპონური ავიაბაზებიდან 8 ამერიკული ავიაგამანადგურებელი და 5 საწვავმზიდი აფრინდა. სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მუქარის ფონზე, სწორედ აღნიშნული გამანადგურებლები უზრუნველყოფენ ნენსი პელოსის ბორტის უსაფრთხოდ დაშვებას ტაიპეის საერთაშორისო აეროპორტში.


image


"ბიბისის" ინფორმაციით თვითმფრინავი, რომელსაც პელოსი გადაჰყავდა, ტაიპეიში მშვიდობიანად დაეშვა. ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს.


ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს ასეთი რამ უთხრა: "ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის მისგან იღუპება".





0
1939
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1939