x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვაღიარებ!... ხულიგნობას არა“ - 20 წლის ბიჭს მკვლელობაში ბრალდებულის აღიარება (ვიდეო)
image


ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი აღიარებს, რომ მირიან კუკავა მის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ბრალდებული ამბობს, რომ ხულიგნობის ნაწილში თავს დამნაშავედ საერთოდ არ ცნობს.

.

გამოძიება მას ორ მუხლს - განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. სასამართლო პროცესზე ჯიჯეიშვილმა თქვა, რომ ხულიგნობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.


"ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა", - თქვა დავით ჯიჯეიშვილმა.
სასამართლო დავით ჯიჯეიშვილის გარდა, კიდევ 7 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 7 მათგან 5-ს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, ხოლო ორს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

.

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

.

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0