სხვა
გასართობი ფესტივალები სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა არსებობის შესახებ შესაძლოა არ იცოდით
2022, 31 ივლისი, 11:19
ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ტურისტების უზარმაზარ ნაკადს იზიდავს, რის შედეგადაც ასეთი ტიპის მრავალი კულტურული ღონისძიება ხშირად ქალაქის ან თუნდაც ქვეყნის "სავიზიტო ბარათი" ხდება. ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულად სწორედ გასართობი ღონისძიებები ითვლება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ფესტივალებს, რომელთა შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდით.
1. სამხრეთ კორეა. პორიონეს "ტალახის" ფესტივალი. ღონისძიება ყოველწლიურად ივლისის დასაწყისში იმართება და ორი კვირა გრძელდება. ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს - ტალახში ჩხუბს, სირბილსა და ცეკვას.
2. ამერიკა. "Burning Man"-ის ფესტივალი "ბლექ-როკის" უდაბნოში. ეს ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიება აგვისტოს ბოლოს ტარდება და 8 დღე გრძელდება. ფესტივალის პროგრამა შედგება როგორც მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენებისგან, ასევე გიგანტური ქანდაკებების საზეიმო დაწვისგან.
3. ესპანეთი. "სან-ფერმინი" პამპლონაში. ყოველწლიური ფესტივალი ტრადიციულად 6-დან 14 ივლისამდე იმართება. ღონისძიების პროგრამა მოიცავს "ენსიეროს" (ხარებისგან გაქცევა), კორიდას, კარნავალებს, უზარმაზარი თოჯინების მსვლელობასა და სეირნობებს.
4. ტაილანდი. "ვეგეტარიანული" ფესტივალი ფხუკეთში. ღონისძიება ყოველწლიურად, ჩინური კალენდრის მიხედვით, მეცხრე მთვარის თვის პირველი დღიდან იწყება და ცხრა დღე გრძელდება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ქუჩის მსვლელობას, რომლის მონაწილეებიც სახის ნაწილებს სხვადასხვა ბასრი საგნებით იხვრეტენ.
5. შოტლანდია. ფესტივალი "Up Helly Aa". ღონისძიება ყოველწლიურად იანვრის ბოლო სამშაბათს იმართება. ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს - მეჩირაღდნეთა მასიურ მსვლელობასა და გიგანტური ნავის დაწვას.
6. ინდოეთი. "ჰოლის" ფესტივალი. პოპულარული უძველესი ინდუისტური ფესტივალი, რომელიც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას აღნიშნავს, ყოველწლიურად თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში იმართება და ხუთ დღეს გრძელდება. ფესტივალის დროს ადამიანები ერთმანეთს გასაფერადებლად ფერად ფხვნილებს აყრიან.
7. იაპონია." ჰადაკა - მაცურის" ფესტივალი ოკაიამაში. ღონისძიება ყოველწლიურად თებერვლის მესამე შაბათს იმართება, რომლის დროსაც მამაკაცები გენიტალიებზე თეთრ ტილო მოხვეულები განწმენდის რიტუალს გადიან.
8. ესპანეთი. "ტომატინა" ბუნიოლში. ფესტივალი როგორც წესი, ყოველწლიურად, პომიდვრის სეზონზე, ვალენსიის ახლომდებარე ქალაქ ბუნიოლში, აგვისტოს ბოლო კვირას იმართება, რომლის დროსაც ადგილობრივი მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები მთავარ ქუჩაზე იკრიბებიან და ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან, პროგრამის მიხედვით პომიდვრებით ჩხუბი ერთ საათს გრძელდება.
9. იაპონია. "კანამარა მაცურის" ფესტივალი კავასაკიში. ღონისძიება ყოველწლიურად აპრილის პირველ კვირას იმართება. ფესტივალის პროგრამა შედგება კანაიამას სალოცავთან მასობრივი მსვლელობისგან. დღესასწაულის თემაა - სამი ფალოსი.
10. გერმანია. "ოქტობერფესტი". ეს ყოველწლიური, სახალხო ფესტივალი სექტემბრის შუა რიცხვებში - ოქტომბრის დასაწყისში იმართება და ტრადიციულად 16 დღეს გრძელდება. "ოქტობერფესტი" მიუნხენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დღესასწაული და მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.